FM97.5 / LIVE

ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.06.2015
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა. 2015 – 2016 სასწავლო წლისთვის, ქალაქ ახალციხის ექვს სკოლაში ჯამში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდაახალციხის პირველ საჯარო სკოლაში 87 პირველკლასელი დარეგისტრირდა. აქ 4 პარალელური კლასის გახსნა იგეგმება.

141 პირველკლასელი დარეგისტრირდა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში. როგორც სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე ამბობს იმ შემთხვევაში თუ განათლების სამინისტრო რეგისტრაციას კიდევ გამოაცხადებს აღნიშნულ სკოლას დამატებით 9 პირველკლასელის მიღების საშუალება აქვს. მეხუთე საჯარო სკოლაში ექვსი პარალელური კლასის გახსნა იგეგმება.

დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადების შემთხვევაში პირველკლასელებს მეორე საჯარო სკოლაშიც მიიღებენ. აღნიშნულ სკოლაში ამ ეტაპზე სულ 29 პირველკლასელია დარეგისტრირებული.

მეექვსე საჯარო სკოლაში 25 პირველკლასელი დარეგისტრირდა. როგორც სკოლის დირექტორი გია კაპანაძე ამბობს, გასული წლის მსგავსად, წელსაც სკოლაში ერთი კლასი გაიხსნება
ასევე ერთი კლასი გაიხსნება კერძო სკოლა „მზექაშიც“. აღნიშნულ სკოლაში სულ 14 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

34 პირველკლასელი დარეგისტრირდა მესამე საჯარო სკოლაში. როგორც სკოლის დირექტორი სვეტლანა არუთუნიანი ამბობს სკოლა დამატებით პირველკლასელებს ვეღარ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს მიიღებენ, ვისაც 6 წელი 14 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. სამინისტროში ამბობენ, რომ კანონი გამონაკლისის დაშვებას არ ითვალისწინებს, ხუთი წლის ბავშვები სკოლებში არ დაიშვებიან.

ხუთი წლის ბავშვებს არც ახალციხის კერძო სკოლა „მზექაში“ მიიღებენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველკლასელთა რეგისტრაცია სრულდება
ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის
ახალციხის  სკოლებში 368  პირველკლასელი მიიღეს [Photo]