FM97.5 / LIVE

ასპინძის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

მთავარიეკონომიკა 17.06.2015
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში კომპანიამ „ახალი მესხეთი“ რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში აშენდა. დამფუძნებელმა ემზარ მელიქიძემ სახელმწიფოსგან იაფი სესხის სახით 60 ათასი დოლარის დაფინანსება მიიღო.

როგორც რძის გადამამუშავებელ საწარმოში ამბობენ, წარმადობა დღეში 4 ტონა რძეს შეადგენს. ადგილზე ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც რძის და რძის პროდუქტების ხარისხის აკონტროლებს.

ამ ეტაპზე, შპს „ახალი მესხეთის“ რძის გადამამუშავებელი საწარმო რამდენიმე სახის რძის პროდუქტს - ე.წ ქარხნულ ყველს, სულგუნს, ე.წ იმერულ ყველს და ნადუღს აწარმოებს. დღეისათვის აქ 12 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ახალი საწარმო ნედლეულით მიმდებარე სოფლების მოსახლეობიდან და საწარმოს ფარგლებში არსებული მცირე მეცხოველეობის ფერმიდან მარაგდება.

რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ასპინძის, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა
ახალქალაქში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
ახალქალაქში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო აშენდება
სამცხე–ჯავახეთში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება
შეღავათიანი აგროკრედიტით სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი საწარმო დაფინანსდა
როგორ მუშაობს ადიგენში რძის გადამამუშავებელი საწარმოები
ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“  შექმნილი ახალი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]