FM97.5 / LIVE

ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა

მთავარიეკონომიკა 17.06.2015
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სტიქიისგან დაზარალებული სოფლების შემოვლა უკვე დაასრულეს. სპეციალური კომისია ზარალის ოდენობას ითვლის.

ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სპეციალურმა კომისიამ სტიქიისგან დაზარალებული სოფლების შემოვლა უკვე დაასრულა. კომისია სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

„დაზარალებული სოფლების შემოვლა და ზარალის აღწერა უკვე დავასრულეთ. დღეს დაიწყება ციფრების დათვლა, სავარაუდოდ კვირის ბოლოს ზუსტად გვეცოდინება რა ოდენობის ზარალი მიადგა ადიგენის მუნიციპალიტეტს“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სტიქიამ ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს ორჯერ შეუტია. 3 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ადიგენის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი უდე და აბასთუმანი დააზარალა. სტიქიამ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და სოფლის შიდა გზები დააზიანა. 6 ივნისს კი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლდესა და წნისში სეტყვამ ხეხილის 15 პროცენტი დააზიანა.

დაახლოებით ერთ კვირაში, 11 ივნისს, სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთი სოფელი, დიდი და პატარა სმადა, ენთელი, ლელოვანი და ამხერი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. 11 ივნისს სეტყვა იყო ახალციხის მუნიციპალიტეტში, სადაც 8 სოფელი დაისეტყვა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

21.03.2019 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა
ადიგენს სტიქიამ მეორედ შეუტია
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ითვლიან