FM97.5 / LIVE

ცენტრალურ პარკში არსებული ატრაქციონების მფლობელები იჯარას გადაიხდიან

მთავარისაზოგადოება 16.06.2015
ახალციხის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ახალციხის ცენტრალური პარკში არსებული ბავშვთა გასართობების მეპატრონეები, ყოველთვიურად ქირას, დაახლოებით 100 ლარს გადაიხდიან. საკითხი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დამტკიცდა.

ცენტრალურ პარკში არსებული ატრაქციონების მფლობელები იჯარას გადაიხდიან

პარკის ნაწილს მერია იჯარით 6 თვის განმავლობაში გასცემს. ამ საკითხზე დეპუტატებმა დღეს, 16 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.

ახალციხის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა როინ თაქთაქიძემ სხდომაზე განმარტა, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით დადგენილია აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი კვადრატული მეტრის ფასი, აქედან გამომდინარე დადგინდა თვის გადასახადი.

„თვეში 100 ლარი მოუწევთ, ექვს თვეში 600 ლარი გამოდის“, – განმარტავს როინ თაქთაქიძე.

საკრებულოს დეპუტატმა „ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ ჯიმშერ გოგოლაურმა აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, 600 ლარი ბიუჯეტისთვის არც ისე მნიშვნელოვანი თანხაა. საკითხს ჯამში მხარი უმცირესობის 4–მა წევრმა არ დაუჭირა.

„წინა საკრებულოს სხდომაზე განვიხილეთ და შევჯერდით იმაზე, რომ კვირაში ერთი დღე ქალაქის ბავშვებისთვის იქნებოდა უფასო. გავესაუბრე დამქირავებლებს, რომლებსაც გაუხარდათ და თქვეს, რომ კარგი იქნება, მაგრამ რატომღაც ჩვენმა უმრავლესობამ უარყო ეს საკითხი. ექვსასი ლარი არც გაამდიდრებს და არც გააღარიბებს მერიას“, – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური.

გასართობების მეპატრონეები ამ დრომდე ქირას არ იხდიდნენ.

„უფლება არ ჰქონდათ, რომ გადაეხადათ. ხელშეკრულება არ ჰქონდათ დადებული და რის საფუძველზე გადავახდევინებდით. ჯერ არ დაგვიდია ხელშეკრულება, საკრებულომ მოგვცა თანხმობა, მოვა მერიაში ეს გადაწყვეტილება და მერე დავდებთ ხელშეკრულებას“, – ამბობს როინ თაქთაქიძე.

მისივე განმარტებით, პროცესი იმიტომ გაჭიანურდა, რომ გარკვეული პროცედურები იყო გასავლელი.

„საჭირო იყო აუდიტორს დაედგინა ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება. მერე საკრებულოს გადავეცით პროექტი, რომ ზონებად დაყოფილიყო. ეს ყველაფერი დროსთან იყო დაკავშირებული“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ ეს არის ბიუჯეტისთვის ერთგვარი დამატებითი შემოსავლის წყარო, – „არამარტო ამ ადგილს, ჩვენ მოვიძევთ სხვა ობიექტებსაც, საიდანაც შეიძლება შემოსავალი მივიღოთ“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი უნდა განახევრდეს
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ახალციხეში მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის საკითხს ხმაური მოჰყვა
მერია იჯარით გაცემული ტერიტორიიდან ყოველ თვე 400 ლარს მიიღებს
ახალციხის ცენტრალურ პარკში ატრაქციონებისთვის ფართი  იჯარით გაიცა
ჯიმშერ გოგოლაური ახალციხის მერიას საშტატო განრიგს უწუნებს
ახალციხის მერიამ  ცენტრალურ პარკში ფართი ორი წლით გააქირავა