FM97.5 / LIVE

ახალციხეში თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

მთავარიპოლიტიკა 16.06.2015
დასახლების საერთო კრება, მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოები და პეტიციის წარდგენის ახალი, გაიოლებული წესი, – ახალციხეში თვითმმართველობის კოდექსში ინიცირებული ცვლილებების კანონპროეტზე იმსჯელეს.

ახალციხეში თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

დისკუსია „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო. ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ვიდრე კანონპროექტის პარლამენტში განხილვა დაიწყება, მანამდე მას თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად იხილავენ.

„სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს პარლამენტი ამის განხილვას. გვინდა, რომ ის შენიშვნები, რომლებიც განხილვის პროცესში გამოითქმება, მივაწოდოთ კანონმდებლებს“, – ამბობს კანდელაკი.

მისი თქმით, ცვლილებები შარშან, წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო წარდგენილი პარლამენტში, თუმცა ვადამ გადაიწია: „აღნიშნული ინიციატივა ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტად გაუწიონ ანგარიში მოსახლეობის მოსაზრებებს და ინტერესებს. ამას ითხოვს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება“.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის,სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ქეთევან მიშველიძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებში არის როგორც დადებითი,ისე უარყოფითი ასპექტები: „ძალიან კარგია, როდესაც იზრდება მოქალაქეთა ჩართულობა, მაგრამ გვაქვს შენიშვნები რჩეულის ინსტიტუტთან დაკავშირებით, რომელიც ტერიტორიულ ერთეულებში იქნება არჩეული საზოგადოების მიერ. ფაქტობრივად, ეს გახლავთ ალტერნატივა გამგებლის მიერ დანიშნული წარმომადგენლისა. წარმომადგენლის ფუნქციები, რომელიც არის საჯარო მოხელე, არ არის გაწერილი კოდექსით, ზუსტად არ იცის მან რა უნდა აკეთოს, რა შედის მის ფუნქციაში, ამ დროს საზოგადოებრივ საწყისებზე არჩეულ რჩეულს აქვს საკმაოდ დიდი თავი დათმობილი“.

მისი თქმით, პიროვნებას, რომელსაც საზოგადოებრივი საბჭო აირჩევს, იგივე ფუნქციები ექნება, რაც გამგებლის წარმომადგენელს და ეს შესაძლოა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდეს. რაც შეეხება ქალაქს, მიშველიძე გამოსავალს არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობაში ხედავს: „საზოგადოებრივი საბჭოს მიერ არჩეულ პროვნებას იგივე ფუნქციები ენიჭება, რაც წარმომადგენელს. არ არის გამორიცხული პოლიტიკური დაპირისპირების საბაბიც გახდეს. თუ ამ მექანიზმმა იმუშავა, ფაქტობრივად ტერიტორიულ ორგანოებში ორხელისუფლებიანობას ვამკვიდრებთ. არასამთავრობო სექტორის აქტიურობით არაერთი პროექტი ხორციელდება და თვითშეგნების დონე უნდა გაიზარდოს საზოგადოებაში“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელის გია ანდღულაძის განმარტებით, კანონპროექტში ბევრი მუხლია ისეთი, რომელიც რთულად შესასრულებელია: „ვერ ვხედავ ჯერჯერობით მექანიზმს, რამაც უნდა აამუშაოს ეს მუხლები. მაგალითად, რთულია იმ კრებების მოწვევა, რადგან დიდი ციფრებია აღებული“.

დრევანდელი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" პროექტის „საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]

მასალა მომზადებულია “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში , ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პოზიციას.

„ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘მოქალაქეთა მონაწილეობის’ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ
თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის ჟურნალისტებმა ქსელი შექმნეს
ახალციხეში თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობენ
მომავლის თვითმმართველობა
სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა ასპინძაში გამართა
რა იცვლება თვითმმართველობაში – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში
ახალციხეში თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს