FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია თბილისში დაზარალებულთა დასახმარებლად ემზადება

მთავარისაზოგადოება 15.06.2015
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე მოსახლეობას თბილისში 13 ივნისს, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახების დასახმარებლად მოუწოდებს.

ახალციხის მერია თბილისში დაზარალებულთა დასახმარებლად ემზადება

დღეს, 15 ივნისს ახალციხის მერმა თბილისში მომხარ სტიქიასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. გიორგი კოპაძემ განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხის მერია სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს. დაახლოებით რამდენი ლარი იქნება გათვალისწინებული, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

გარდა ამისა, მერმა მოსახლეობას მოუწოდა, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ დაზარალებულებს.დახმარების მსურველებს პროდუქტების, ტანსაცმელისა და სხვა საჭირო ნივთების მიტანა მერიის შენობაში შეუძლიათ. დღის ბოლომდე გაიხსნება საბანკო ანგარიში, სადაც თანხის გადარიცხვაც იქნება შესაძლებელი.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და მივმართავ ჩემი ქალაქის მოსახლეობას, მინდა ყველამ გაიზიაროს ის ტკივილი, რომელიც მიიღო დედაქალაქის მოსახლეობამ. ახალციხელებს მოვუწოდეთ დავეხმაროთ სტიქიის შედაგად დაზარალებულებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. შეგროვილ პროდუქტებს და სხვადასხვა ნივთებს დღის ბოლოს გავაგზავნით თბილისში“, – განაცხადა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში დეპუტატები სპეციალური მანქანით იმოძრავებენ ქალაქში და შეაგროვებენ საჭირო პროდუქტებს.
„ფულის შეგროვებაც ხდება. მერიაში ზიან ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს აღრიცხავს. მეც და ალბათ ბევრი მერიის თანამშრომლები თანხას გადავრიცხავთ. დავეხმაროთ ვისაც რისი საშუალება გვაქვს“, – აცხადებს გიორგი კოპაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია თბილისელების დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს
სამცხე–ჯავახეთი თბილისის  დასახმარებლად
ახალციხიდან სტიქიით დაზარალებულებისთვის პროდუქტები და ტანსაცმელი გააგზავნეს
კერძო სკოლა 'მზექა' სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება
ახალციხის მერმა რეწვის ოსტატებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა
ახალციხის მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა
ახალციხიდან 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების აქციაში კერძო მეწარმეები ჩაერთვნენ