FM97.5 / LIVE

სტიქია ლელოვანში – დახოცილი ფრინველი და განადგურებული ნათესები

მთავარისამართალი » შემთხვევა 12.06.2015
დახოცილი შინაური ფრინველი, განადგურებული ნათესები, ხეხილი და დაზიანებული სახურავები. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ლელოვანი დააზარალა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სტიქია ლელოვანში – დახოცილი ფრინველი და განადგურებული ნათესები

სოფელ ლელოვანში მცხოვრებმა წინწკალაძეებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე სესხი აიღეს და სათესლედ კარგი ხარისხის კარტოფილი შეიძინეს. ოჯახმა კარტოფილი 4 ათას მეტრზე დათესა. გუშინ, 11 ივნისს მოსულმა სეტყვამ კი ნათესი მთლიანად გაუნადგურათ.

„მოსავალის იმედი მქონდა რომ გადავიხდიდი. მიწასთან არის გასწორებული ყველაფერი. არ ვიცით რა გვეშველება. სახლის სახურავი დაზიანდა, ფანჯრებია ჩამტვრეული. მთელი სოფელი ძალიან ცუდ დღეშია“, – ამბობს მალვინა წინწკალაძე და ამატებს, რომ სტიქიამ გაუნადგურა არამხოლოდ კარტოფილის ნათესი, არამედ, 2.500 მეტრზე დათესილი სიმინდი და ლობიოც.

ლელოვნელები ამბობენ, რომ სეტყვა დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო და ნახევარ საათს გაგრძელდა. მოვარდნილმა წყალმა ადგილობრივებს შინაური ფრინველი დაუხოცა. განადგურდა ხეხილი და ნათესები.

სტიქია ლელოვანში – დახოცილი ფრინველი და განადგურებული ნათესები

„20 წიწილიდან 4 დამრჩა. სააშინელი ამინდი იყო, უცებ დაიწყო სეტყვა. ეზოში მწვანილიც არ გადარჩა“, – გვეუბნება ხათუნა გუბელაძე და დამხრჩვალ წიწილებს გვიჩვენებს.

წვიმამ და სეტყვამ საცხოვრებელი სახლი დაუზიანა სოციალურად დაუცველ ლომთაძეების ოჯახს. დაზიანებული სახურავიდან წყალი ოთახებშიც ჩავიდა.

„ყველაფერი დამისველდა, როგორც გარეთი იყო სეტყვა, ისე სახლში“, – ამბობს ნინო ლომთაძე.

სრულად გაუნადგურდა ნათესები ჩიტორელიძეებს.

„პომიდორი, კომბოსტო, ხახვი, ბოსტანში ყველაფერი განადგურებულია. კაკალი ძირს ყრია, ვაზს ფოთლებიც კი არ აქვს შერჩენილი. 4 ბატის ჭუკი გაგუდა წყალმა. ჩემი მეუღლე იყო მინდორში გასული და სიმინდი, ლობიო და კარტოფილი ფაქტიურად აღარ არსებობს. ამბობენ თურქეთში აქვთ სეტყვის საწინააღმდეგო რადარი დაყენებული და იმიტომ არის ჩვენთან ასე ხშირად სეტყვაო. ვითხოვთ ადგილობრივმა მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს“, – ამბობს იზოლდა ჩიტორელიძე.

სტიქია ლელოვანში – დახოცილი ფრინველი და განადგურებული ნათესები

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფლებში სპეციალური კომისია უკვე გასულია და ზარალს ითვლის. ზარალი ორი მიმართულებით დაითვლება: ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის კუთხით. ამის შემდეგ გაირკვევა ვინ და როგორ შეიძლება დაეხმაროს დასეტყვილ ხალხს.

შეგახსნებთ, რომ 11 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ადიგენის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დააზრალა. ლელოვანი, დიდი და პატარა სმადა, ენთელი და ამხერი.

სტიქია ლელოვანში – დახოცილი ფრინველი და განადგურებული ნათესები

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
დამხრჩვალი ფრინველი და განადგურებული ხეხილი – სტიქია ლელოვანში [Photo]
ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა
სეტყვა ლელოვანში – დახოცილია შინაური ფრინველი [Photo]
ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა
‘გაგვანადგურა, ქვა–ქვაზე არ დატოვა’ – დასეტყვილ ხეოთელებს გამგეობა რეკომენდაციებით ‘ეხმარება’
სტიქიამ მოსავლის 80 პროცენტი გაანადგურა