FM97.5 / LIVE

ახალციხეში 8 სოფელი დაისეტყვა

მთავარისამართალი » შემთხვევა 11.06.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების შემდეგ სტიქიამ ახალციხის სოფლებს შეუტია. სეტყვამ ახალციხის მუნიციპალიტეტის რვა სოფელი დააზარალა. სტიქიის გამო აწყურში ცენტრალური მაგისტრალი გადაიკეტა.

ახალციხეში 8 სოფელი დაისეტყვა

დღეს, 11 ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტის რვა სოფელი: აწყური, გიორგიწმინდა, ფერსა, მუგარეთი, კლდე, წნისი, გურკელი და წინუბანი დაისეტყვა. დაზიანებულია სასოფლო–სამეუნეო სავარგულები.

ამ დროისთვის გადაკეტილია აწყურში ცენტრალური მაგისტრალი. ადგილობრივების თქმით, ძლიერმა წვიმამ გზაზე ნაშალი მიწა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.

"აწყურის ცენტრში, მაღაზიასთან არის გზა გადაკეტილი, ზემოდან ჩამოიტანა მიწა და ქვები", – გვითხრა სატელეფონო საუბარში ერთ–ერთმა ადგილობრივმა.

დასეტყვილ სოფლებში იმყოფებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სამსახურების წარმომადგენლები.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შეისწავლის.

შეგახსენებთ, დღეს სეტყვა იყო ადიგენშიც. ადიგენში 5 სოფელი დაისეტყვა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობა ღვარცოფებისგან დაზიანებული გზების შეკეთებას იწყებს
ახალციხის მუნიციპალიტეტში ოთხი სოფელი დაისეტყვა [Photo]
აწყურში ცენტრალური მაგისტრალი გადაიკეტა [Photo]
ადიგენში შვიდი სოფელი დაისეტყვა
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ასპინძის ორი სოფელი ძლიერად დაისეტყვა
ახალციხის ორი სოფელი დაისეტყვა