FM97.5 / LIVE

ახალციხის 5 სკოლაში უატესტატოდ 19 მოსწავლე დარჩა, ერთი სკოლა კი მონაცემებს მალავს

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.06.2015
საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დასრულდა. ახალციხის ექვსი სკოლიდან გამოცდებს 311 მოსწავლე აბარებდა. „სამხრეთის კარიბჭემ“ 5 სკოლის მონაცემები მოიპოვა, რომლის მიხედვით, 213 მეთორმეტეკლასელიდან გამოცდებში 19 ჩაიჭრა.

ახალციხის 5 სკოლაში უატესტატოდ 19 მოსწავლე დარჩა, ერთი სკოლა კი მონაცემებს მალავს

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში 101 მოსწავლიდან გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური ბარიერი ხუთმა მოსწავლემ ვერ გადალახა, მათგან ორს ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდა, ორს მათემატიკის, ხოლო ერთს რუსული ენის.

30 მოსწავლიდან 7–ს გაუჭირდა უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდა მეორე საჯარო სკოლაში.

მესამე საჯარო სკოლაში კი 35–დან ატესტატს 29 მოსწავლე აიღებს.
მხოლოდ ერთი მოსწავლე რჩება ატესტატის გარეშე ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში, სადაც გამოცდებს 26 მოსწავლე აბარებდა.

21 მეთორმეთეკლასელიდან 21–ვემ წარმატებით ჩააბარა გამოცდები ახალციხის კერძო სკოლა მზექაში.

პირველ საჯარო სკოლაში გამოსაშვებ გამოცდებს 98 მოსწავლე აბარებდა. ამათგან რამდენმა ჩააბარა წარმატებით, „სამხრეთის კარიბჭემ“ ინფორმაცია ვერ მოიპოვა.

ყველა რგოლმა (სკოლა, რესურსცენტრი, სამინისტრო), ვისაც მონაცემების დაზუსტება ვთხოვეთ, გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადაგვამისამართა. კერძოდ, სკოლის სასწავლო ნაწილმა მარინა მამუკაშვილმა გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართოთ. მონაცემები არ ჰქონდათ არც ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. ასევე გამოცდების ცენტრში გადაგვამისამართა რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ. ეროვნული ცენრისკენ მიგვითითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურმა ნატა ასათიანმაც. გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაახურის წარმომადგენელმა თეიკო ანჯაფარიძემ კი გვითხრა, რომ ცენტრს კონკრეტული სკოლების მიხედვით ინფორმაცია არ აქვთ, აქვთ მხოლოდ ზოგადი მონაცემები და უკან, განათლების სამინისტროში გადაგვამისამართა.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით გამოსაშვებ გამოცდებზე დაახლოებით 44 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წელს გამოცდას განმეორებით აბარებდნენ. 44.000–დან ნაწილი გამოცდებზე არ გამოცხადდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბარიერის გადალახვა მხოლოდ გამოცდაზე მისული მოსწავლეების 5%–ს, დაახლოებით 2 200 მოსწავლეს გაუჭირდა.

ახალციხის 5 სკოლაში უატესტატოდ 19 მოსწავლე დარჩა, ერთი სკოლა კი მონაცემებს მალავს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, გამოსაშვებ გამოცდებზე,  280-დან 42 მოსწავლე ჩაიჭრა
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში
ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
ქალაქ ახალციხის სკოლებიდან ბიოლოგიაში 6 მოსწავლე ჩაიჭრა