FM97.5 / LIVE

სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა

მთავარიგანათლება, შემთხვევა 11.06.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა

შემთხვევა გუშინ, 10 ივნისს მოხდა. სკოლას ხანძარი გამთენიისას გაუჩნდა, იმ დროისთვის შენობაში არავინ იმყოფებოდა. ხანძრის ლიკვიდაციაზე ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამსახურები დილამდე მუშაობდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლის შორენა ჭიტაძე – ლობჯანიძის განმარტებით, მთლიანადაა განადგურებული სკოლის შენობა და ინვენტარი. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ღორთუბნის სკოლა საბაზო საფეხურისაა. სკოლაში 37 მოსწავლე და 12 პედაგოგია.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, შემთხვევის ადგილზე ღამითვე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქმეს ადიგენის რაიონული სამმართველო სსკ-ის 187 -ე მუხლით იძიებს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რას აპირებს განათლების სამინისტრო და რა ბედი ელით მოსწავლეებს – "სამხრეთის კარიბჭე" თემაზე მუშაობას აგრძელებს და მოვლენათა განვითარების შესახებ აუცილებლად მოგითხრობთ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლა ღორთუბანში [Photo]
ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ
სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება
ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video]
ვალეში სკოლის შენობას ხანძარი გაუჩნდა
სოფელ აწყურში სახცოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა