"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება

მთავარიპოლიტიკა 22.06.2015
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორგანიზებით, 24 ივნისს 14:00 საათზე ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება.

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო სფეროს, თვითმმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის პირდაპირი დიალოგის თემა იქნება: „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ამჟამინდელი კავშირები და პერსპექტივები“, „საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სისტემა“.

„განსახილველ საკითხებზე, ადგილობრივი მოქალაქეები მიიღებენ უახლესს ცნობებს და მათ შესაძლებლობა ექნებათ, უშუალო კითხვები დაუსვან სამინისტროების წარმომადგენლებს, რომლებიც ფორუმს დაესწრებიან“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ფორუმის შემდგომ, მომზადებული სპეციალური ანგარიში გადაეცემა რეგიონის საგანმანათლებლო დაწასებეულების ბიბლიოთეკებს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს, თვითმმართველობებს.

ფორუმი „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის - ACICC”-ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში ეწყობა. მსგავსი შეხვედრები ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში შედგება.

"ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, პროექტის მთავრი მიზანია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ინფორმირება, ჩართულობა და ნდობის გაზრდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში უმცირესობათა უფლებების როლი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

17.07.2017 ისტორიის გამოცდაზე ერთი აბიტურიენტი არ დაუშვეს

14.07.2017 დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა

14.07.2017 გამოცდაზე 151 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.07.2017 თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო

20.07.2017 მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო

20.07.2017 რითი დაეხმარება გამგეობა კლდეში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს

20.07.2017 "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მთქმელთა კონკურსისათვის მზადება დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
ევროკავშირის შეთავაზება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
‘აღმოსავლეთ პარტნიორობის’ როლი ჯავახეთში [R]
ევროკავშირი საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს