FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს უმცირესობა მერიას მიდგომებს უწუნებს

მთავარიპოლიტიკა 09.06.2015
ახალციხის მერიის ინიციატივას, ქალაქში რეგისტრირებული წარჩინებული ახალგაზრდებისთვის 100–ლარიანი სტიპენდიის დანიშვნის შესახებ, საკრებულოს უმცირესობის უკმაყოფილება მოჰყვა.

ახალციხის საკრებულოს უმცირესობა მერიას მიდგომებს უწუნებს

დღეს, 9 ივნისს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილული სამი საკითხიდან ორი ადგილობრივ ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს ეხებოდა.

საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 11 დეპუტატს ცვლილებები ახალციხის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლიანა ხმალაძემ გააცნო. მისი თქმით, 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მეხუთე ცვლილება ძირითადად ეკონომიური მუხლების დაზუსტებამ გამოიწვია.

ერთ–ერთი ცვლილება ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამაში განხორციელდა. ლიანა ხმალაძის თქმით, შეიქმნა ქვეპროგრამა და თავიდანვე გათვალისწინებული თანხა 10.000 ლარი სხვა მუხლში გადავიდა. აღნიშნული ცვლილების თანახმად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტებს, კოლეჯის მოსწავლეებს და სხვადასხვა ნიჭით გამორჩეულ ახალგაზრდებს 100 ლარიანი სტიპენდია დაენიშნებათ. ამ თანხას ის ახალგაზრდები მიიღებენ, რომლებიც სახელმწიფო სტიპენდიას არ იღებენ.

აღნიშნულ ცვლილებას საკრებულოს უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ გიქოშვილის ფიქრობს, რომ თუ თანხა წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიისთვის გამოინახა, მაშინ ისეთი ახალგაზრდების დასაფინანსებლადაც უნდა მოიძებნოს, რომლებიც სწავლის საფასურს ვერ იხდიან და ამის გამო პრობლემები ექმნებათ.
„ბიუჯეტის არასწორი დაგეგმარება ყველა სხდომაზე იკვეთება. განათლებაში დახარჯული ინვესტიცია არ მენანება, წინააღმდეგი არ ვარ, მარგამ არ მესმის მიდგომა, როცა ბიუჯეტში გაქვს თანხა და აძლევ სტიპენდიას, ამ დროს კი არ ითვალისწინებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც კარგად სწავლობენ, ოჯახში კი არაფერი გააჩნიათ და სწავლის დამთავრებას ვერ ახერხებენ, – ამბობს მალხაზ გიქოშვილი და ამატებს, რომ იმ სამსახურების წარმომადგენლები, ვისაც ეს ეხებათ სხდომებს არ ესწრებიან: ვერ ვნახე ისეთი ვინმე, ვისაც ამაზე უნდა ვესაუბრო, აქ უნდა ერეოდეს ზედამხედველობის სამსახური, ეკონომიკის სამსახური, მარტო საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს ეს არ ეხება“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’
ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში
ახალციხის მერია პარკებისა და სკვერებისთვის სკამებს შეიძენს
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები
საფინანსო სამსახური: ფორსმაჟორულ ვითარებაში ვმუშაობთ
ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს