FM97.5 / LIVE

ჯავახეთის პრობლემებს კავკასიელი ჟურნალისტები ეცნობიან

მთავარისაზოგადოება 09.06.2015
ორი დღეა ახალქალაქს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ექსპერტები სტუმრობენ. ჟურნალისტური ექსპედიციის მიზანი ჯავახეთის პრობლემების ადგილზე გაცნობაა.

ჯავახეთის პრობლემებს კავკასიელი ჟურნალისტები ეცნობიან

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის როგორც ტელეარხების, ასევე, ონლაინ და ბეჭდური მედიისა და რადიოს წარმომადგენელი 7 ჟურნალისტი და ექსპერტები ერევნიდან და თბილისიდან, ახალქალაქს 7 ივნისს, საღამოს ესტუმრნენ. გუშინ, 8 ივნისს, ექსპედიციის მონაწილეები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღეს, 9 ივნისს, კი ექსპედიციამ ახალქალაქის სოფლებში გადაინაცვლა.

შეხვედრებზე, რომელიც ამ ექსპედიციის ფარგლებში ეწყობა, ადგილობრივები ჟურნალისტებს თავიანთ პრობლემებზე უყვებიან. ისინი ხშირად გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ ცენტრალური მედია ჯავახეთში მცხოვრებთა პრობლემებით ნაკლებად ინტერესდება. ახალქალაქი მედიის ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ ხვდება, თუ აქ რამე სენსაციური ხდება.

ჯავახეთის პრობლემებს კავკასიელი ჟურნალისტები ეცნობიან „სხვა შემთხვევაში ჩვენ არავის ვახსოვართ, არავინ დაინტერესდება აჩვენოს, როგორ ვცხოვრობთ აქ უბრალო ხალხი, რას ვაკეთებთ, რა გვაწუხებს...“ – უამბობდნენ გუშინ გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს ადგილობრივები.

ჯავახეთში ჟურნალიტური ექსპედიცია ორგანიზაცია „გო ჯგუფის“ ორგანიზებით მოეწყო.

„ექსპედიციები საქართველოს მრავალეროვანი საზოგადოებისთვის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა შორის ურთიერთობების ერთგვარი დამაკავშირებელი არხია, რომელიც ეხმარება ხალხს, გაიცნონ ერთმანეთი, გადალახონ ურთიერთგათიშულობა და დაძაბულობა, რაც ხშირად უბრალო არცოდნითაა გამოწვეული“, – ამბობენ „გოუ ჯგუფში“.

ორგანიზაცია მსგავს ექსპედიციებს საქართველოს იმ რეგიონებში (და არა მხოლოდ საქართველოში), რომლებიც კომპაქტურადაა დასახლებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით, 2010 წლიდან სისტემატურად აწყობს.

ჯავახეთის პრობლემებს კავკასიელი ჟურნალისტები ეცნობიან „რომ გაიგო სხვისი, უნდა იცნობდე მას. ჩვენთან ერთად ექსპედიციებში მოდის, ჩვეულებრივ, ათი-თორმეტი ჟურნალისტი წამყვანი გაზეთებიდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან, რადიო და ტელეარხებიდან. დაბრუნების შემდეგ მათი სტატიები და გადაცემები ქვეყნის ათასობით მცხოვრებთ უყვება, თუ რა პრობლემები, აზრები და იმედები აქვს ხალხს, რომელიც სხვა ენაზე მეტყველებს, სხვა ტრადიციებით ცხოვრობს, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა“, – ამბობს ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი.

2010 წლიდან დღემდე „გოუ ჯგუფის“ ორგანიზებით მსგავსი ექსპედიციები შედგა: აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე–ჯავახეთში, გორელოვკაში (ჯავახეთში), ასევე, ერევანსა და სტამბულში.

გუშინ ექსპედიციაში „სამხრეთიც კარიბჭეც“ ჩაერთო. მასალას ამის შესახებ, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაძაბულობის შესასწავლად ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყო
'მრავალეროვანი საქართველოს' დაფიქსირებული დარღვევები ჯავახეთში
ახალციხეში რეგიონში მცხოვრები უმცირესობების  პრობლემებზე იმსჯელეს
ჯავახეთში მცხოვრებლები სომხეთთან გართულებულ მიმოსვლას აპროტესტებენ
‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში
'პოლიციამ უნდა იმოქმედოს თავშეკავებულად' - სომხური არასამთავრობოების საბჭო ახალქალაქის ინციდენტზე
'ადამიანი, კანონი თავისუფლება' სამცხე-ჯავახეთის პრობლემებით დაინტერესდა