სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ციფრული ტელემაუწყებლობა - გამოსახულება ხარვეზის გარეშე

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 09.06.2015
მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობა რამდენიმე დღეში ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადავა. ციფრული სატელევიზიო სიგნალი ანალოგურთან შედარებით უფრო ხარისხიანია. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან მალე გაუმჯობესებული ტელემაუწყებლობის ყურებას შეძლებს.

ციფრული ტელემაუწყებლობა - გამოსახულება ხარვეზის გარეშე

თუმცა, მომავალი ცვლილების შესახებ ცნობადობა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. საზოგადოების ნაწილს არა აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ როგორ მოემზადოს ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ვუპასუხოთ იმ კითხვების ნაწილს, რომელიც ხალხს აწუხებს:

- რით განსხვავდება ციფრული სატელევიზიო სიგნალი ანალოგურისგან?

განსხვავება სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიაშია. ანალოგური ტელევიზიის შემთხვევაში სატელევიზიო სიგნალი მაგნიტური ტალღების მეშვეობით გადაიცემა, ციფრული სიგნალი კი – ბაიტების საშუალებით. განსხვავდება სატელევიზიო სიგნალის ხარისხიც. ციფრულ ინფორმაციას კრისტალურად სუფთა გამოსახულება და უმაღლესი ხარისხის ხმა აქვს.

- რა ღირს ციფრული ტელევიზია?

ღირებულება დამოკიდებულია პლატფორმაზე, რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალს იღებთ. თუ ციფრული სიგნალის მიღება სატელიტის, კაბელის ან ინტერნეტის (IPTV) მეშვეობით გინდათ, ფასი სერვისის პროვაიდერთან უნდა გაარკვიოთ. როგორც წესი, ღირებულება მოიცავს აღჭურვილობის ფასს, თუ ის საჭიროა, და ყოველთვიურ გადასახადს. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია იმ არხების რაოდენობაზე, რომელთა მიღებაც გსურთ.

თუ თქვენ ღია სატელიტური არხების მიღება გინდათ, აღჭურვილობისა და ინსტალაციის ფასზე კონსულტაცია სატელიტური თეფშის ინსტალატორთან გაიარეთ. ხოლო თუ მიწისზედა ციფრული სიგნალის მიღება გსურთ, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში გაარკვიეთ, თუ რა სახის აპარატურა დაგჭირდებათ.

- ვიღებ თუ არა HD ხარისხს? (მიწისზედაHD)

მიწისზედა ციფრული სატელევიზიო ქსელით შესაძლებელიაHDარხების მიღება. HD პროგრამების საყურებლად თქვენ დაგჭირდებათ:

• HD სეთ–თოფ–ბოქსი ან ტელევიზორი, რომელშიც HD დეკოდერი იქნება ჩამონტაჟებული.
• HD ტელევიზორი (HDTV).
• HDMI კაბელი, რომელიც ტელევიზორსა და სეთ–თოფ–ბოქსს დააკავშირებს.
• HD პროგრამირება.ეს ნიშნავს, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული სიგნალი HD ხარისხის უნდა იყოს.

- მივიღებ თუ არა სუბსიდიებს?

სახელმწიფო სერთიფიცირებულ სეთ–თოფ–ბოქსებს იყიდის და „საქართველოს ფოსტის“ რეგიონულ სერვის–ცენტრებს მიაწოდებს იმ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან მასზე დაბალია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კიმოწყობილობებს სახლში მიიღებენ.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე (R)
ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე (R)
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა
ხვალიდან სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა