FM97.5 / LIVE

მაკა სუდაძე: გადავწყვიტეთ საფინანსო საკითხებს მხარი აღარ დავუჭიროთ

მთავარიპოლიტიკა 08.06.2015
დღეს, 8 ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატემბა 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს და სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ნაწილს მხარი არ დაუჭირეს.

მაკა სუდაძე: გადავწყვიტეთ საფინანსო საკითხებს მხარი აღარ დავუჭიროთ
ახალციხის მუნიციპალიტეტის რიგით მეათე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხუთი საკითხი განიხილეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს ეხებოდა. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე ამბობს, 2015 წლის 2 ივნისის განკარგულების საფუძველზე გაიზარდა როგორც ბიუჯეტის შემოსავლები, ასევე ხარჯები.

„ცვლილებების შემდეგ 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობებში გეგმამ შეადგინა 6 417 200 ლარი, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების არის 2 517 200 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, როგორც თავიდან დავამტკიცეთ, ისევ 3 900 000 ლარია“, – განმარტავს გელა ლომიძე.

გარდა ამისა ცვლილებები შევიდა 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში.

„მთავრობის განკარგულებით წყრუთი – ანის მიმართულებით საავტომობილი გზის რეაბილიტაციისთვის გამოგვეყო 600 412 ლარი. მიმდინარე კვირაში გამოცხადდება სახელმწიფო შესყიდვა და თვის ბოლოს უკვე დაიწყება გზის რეაბილიტაცია. ძირითადი ცვლილება ამ მიმართულებით ეს არის“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი ქეთევან ინასარიძე.

აღნიშნულ ცვლილებებს არ ეთანხმებიან საკრებულოს დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მათი თქმით, საფინანსო–საბიუჯეტო საკითხებს მხარს იქამდე არ დაუჭერენ, ვიდრე თანხები უფრო ნათელი არ გახდება.

როგორც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალაური მოძრაობის“ თავმჯდომარე მაკა სუდაძე ამბობს, კარგი იქნება თუ უფრო მეტი პატივისცემით და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკრებულოს წევრებს.

„როგორც ყოველთვის, დღესაც შეცდომები იყო რიცხვებში, მაგალითად შესყიდვების ნაწილში მიღებული ციფრი არ ემთხვეოდა შესყიდვების ჩამონათვალში დაფიქსირებულ ციფრს, ანუ ჯამი იყო სხვადასხვა. როგორც მერე განმარტეს ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუმცა ეს ასე არ არის, ჩვენ ვღებულობთ კანონიერ დოკუმენტს, რომელიც მტკიცდება და ახლა ამის ჩასწორება შეუძლებელია, ამას სჭირდება საკრებულოს სხდომა“, – ამბობს მაკა სუდაძე და ამატებს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით, რომ მოკიდებოდნენ ამ საკითხს აღნიშნული შეცდომა არ გაიპარებოდა.

კიდევ ერთი საკითხი რასაც „ნაციონალებმა“ მხარი არ დაუჭირეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ექსკავატორის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ აიპებზე და შპს – ებზე უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემას ეხებოდა.

როგორც გამგეობის წარმომადგენლებმა სხდომაზე განმარტეს იმის გამო, რომ საკრებულომ ექსკავატორის მოთხოვნაზე თითოეულ დაწერილ განცხადებას კენჭი აღარ უყაროს, განკარგულებას მიიღებენ, რომელიც გამგეობას საშუალებას მისცემს მიმართვის საფუძველზე მოახდინოს ექსკავატორის უსასყიდლოდ გადაცემა აიპებზე ან შპს – ებზე.

როგორც მაკა სუდაძე ამბობს, ეს კიდევ ერთი უპატივცემულობაა საკრებულოს მიმართ: „ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ექსკავატორის იჯარით გადაცემას საკრებულოს გვერდის ავლით“.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა
ახალციხის თემში უმცირესობა უმრავლესობას ბიუჯეტს უწუნებს
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამ შტატს ამატებენ
ახალციხის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს