ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა დაიწყო »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა დაიწყო

მთავარისამართალი 08.06.2015
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის საქმეზე წინა მოსამზადებელი სდხომა გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა შუამდგომლობები განიხილეს.

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის საქმეზე წინა მოსამზადებელი სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 8 ივნისს გაიმართა. სხდომა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობების წარდგენით დაიწყო.

მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მომზადებული სტატია და ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი დამატებით მტკიცებულებად წარადგინა, რომელიც მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადასტურებს იმას, რომ ლევან ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენება უკანონო იყო.

ლევან ლობჯანიძის ადვოკატის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელის ქეთი ბებიაშვილის თქმით, სასამართლოზე წადგენილ ვიდეო–მასალაში აღნიშნულია, რას საუბრობენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ახლად არჩეული საკრებულოს თავმდჯომარე იმ საფუძვლებთან დაკავშირებით, რის გამოც ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არის დისკრიმინაციული, რადგან ისინი მიუთითებენ მხოლოდ ერთ მიზეზზე, რაც არის პარტია „ნაციონალური მოძრაობისადმი“ ლოიალური დამოკიდებულება, თუმცა აღსანიშნავია, რომ არანაირი დასაბუთებულობა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გადაყენების დროს თან არ ახლავს“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

გარდა აღნიშნული მასალებისა, მოსარჩელე მხარემ დღეს იმ განცხადების ასლი წარადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან სხდომების ოქმებს ითხოვს. თუმცა, როგორც ლევან ლობჯანიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ მასალას ამ დრომდე ელოდება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადიგენის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ 2014 წლის 15 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 ივნისის ჩათვლით, მის ნომერზე განხორციელებული ზარების ჩანაწერებიც წარადგინა.

„იყო წარდგენილი სატელეფონო საუბრები, უშუალოდ ტელეფონის ნომრების ამონაწერი, რა დროსაც, რა ფაქტობრივ მდგომარეობაშიც ლევან ლობჯანიძე საუბრობს იმაზე, რომ გუბერნატორის მხრიდან მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა კონკრეტული საკითხების განხილვასთან დაკავშირებით“, – განმავრტავს ბებიაშვილი.

მოსარჩელე მხარის შემდეგ შუამდგომლობები მოპასუხე მახრემ წარადგინა.

„ჩვენს მიერ დღეს წარმოდგენილი იყო შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ, ესენი არიან საკრებულოს ამჟამინდელი წევრები. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საკრებულოდან გამოთხოვილი საბუთები ლობჯანიძეს ჯერ არ მიუღია, ამისთვის ჩვენ გვაქვს ვადები, საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციას ითხოვენ, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მასალები ჩავაბაროთ დადგენილ ვადებში“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი ახალკაცი.

შუამდგომლობების წადგენის შემდეგ, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მხარეებს ჰკითხა ხომ არ შეამცირებდნენ დასაკითხი მოწმეების რაოდენობას. რაზეც ორივე მხარისგან მიიღო პასუხი, რომ ყველა მოწმე სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე უნდა დაიკითხოს, ამიტომ მათ შემცირებას არ აპირებენ. ისევე როგორც მოსარჩელე მხარეს, მოპასუხე მხარესაც შვიდი მოწმე ჰყავს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 18 ივნისს 12:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. იმავე დღეს დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

ლევან ლობჯანიძეს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება უკნონოდ მოხდა და ამაში რეგიონის პირველი პირები ფიგურირებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

02.08.2018 დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2018 ახალციხის მერიამ 10 წარმატებულ სტუდენტს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა

12.08.2018 ფერების შოუ ახალციხეში [photos\video]

12.08.2018 ახალციხეში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა

12.08.2018 ახალციხის ტბაზე სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე ოთხი მოწმე დაკითხეს
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა სრულდება
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოსარჩელე მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდა
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაკითხეს