FM97.5 / LIVE

ახალციხეში ჩუტყვავილა გავრცელდა

მთავარისაზოგადოება 06.06.2015
ქალაქ ახალციხესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაისში ჩუტყვავილით 13 ადამიანი დაავადდა.

ახალციხეში ჩუტყვავილა გავრცელდა
ჩუტყვავილის შემთხვევა ქალაქ ახალციხის ორ ბაღში გამოვლინდა. N1 ბაგა–ბაღის მენეჯერის ციცო საანიშვილის განმარტებით, მის ბაღში ჩუტყვავილა 5 ბავშვს აქვს, აქედან ორი უკვე გამოკეთდა, სამი კი ბინაზე გადის მკურნალობას.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა ზაზაძის განმარტებით, სოფლის ბაღებში ჩუტყვავილით დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი ხაბულიანის განმარტებით, 2015 წელს ქალაქ ახალციხესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 19 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 13–მაისში.

კლინიკა „იმედში“ განმარტავენ რომ ამ დროისთვის ჩუტყვავილით დაინფიცირებულ პაციენტებს მათთვის არ მიუმართავთ. ხშირი მიმართვიანობა არც "უნიმედი სამცხეს" ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში დაფიქსირებულა.

როგორც მედიკოსები განმარტავენ, ჩუტყვავილა — ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა. ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთებით და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადების შემთხვევები არ გვხვდება.

ფარული პერიოდი 13-14 დღეა. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 37,5-38 გრადუსამდე, მადის დაქვეითებით, საერთო მოდუნებით. პირველ დღესვე კანზე ჩნდება კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც ძლიერ სწრაფად სითხით სავსე ბუშტუკებად იქცევა. შემდეგ სითხე შეიმღვრევა და ზოგჯერ ჩირქდება კიდეც. საბოლოოდ კი შრება და ქერქად გადაიქცევა. გამონაყარი ძირითადად პირსახიდან და გულმკერდიდან იწყება, შემდეგ თავის თმიან ნაწილებშიც ჩნდება. ყოველ ახალ გამონაყარზე ტემპერატურა მატულობს და ავადმყოფის მდგომარეობაც უარესდება. ჩუტყვავილა ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და 10-12 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.

იშვიათად შეიძლება ჩუტყვავილამ მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსამდე აღწევს, გამონაყარი უხვია, დაჩირქება ინტენსიური, ზოგჯერ გამონაყარის ელემენტებში სისხლიც ჩაიქცევა ხოლმე. იშვიათია გართულება ფილტვების, შუა ყურისა და ტვინის ანთებით. ჩუტყვავილას მსუბუქი ფორმა წამლებით მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ საჭიროა წოლითი რეჟიმი, კანის, ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავე, პირის ღრუს გამოვლება სოდიანი წყლით. გართულებული, მძიმე ფორმები საჭიროებს მკურნალობას საავადმყოფოს პირობებში.

ავადმყოფი ბინის პირობებში გამოცალკევებული უნდა იყოს 9 დღის განმავლობაში. კონტაქტში მყოფი ბავშვები რომელთაც წინათ არ მოუხდიათ ჩუტყვავილა, ინფექციის შესაძლო წყაროს წარმოადგენენ. ამიტომ ამ პერიოდში ისინი 21 დღის განმავლობაში არ უნდა დავუშვათ დაწესებულებებში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სად არის შესაძლებელი წითელას ვაქცინაცია
ასპინძასა და ადიგენში ა ჰეპატიტი გავრცელდა
ახალციხეში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა
რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს - ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა ახალციხეში
ადიგენსა და ასპინძაში ბოტკინი გავრცელდა
ახალციხეში წითელას ვირუსზე აცრები გრძელდება
საგანგაშოა თუ არა ბავშვებში გავრცელებული ვირუსული ინფექცია