FM97.5 / LIVE

2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ 1 316 006 პირია დაჯარიმებული

მთავარისაზოგადოება 06.06.2015
IDFI-ის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ 2014 წელს 1 316 006 პირი დააჯარიმა, რაც 82 254-ით აღემატება 2013 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობას.

2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ 1 316 006 პირია დაჯარიმებული
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულთა სტატისტიკას აქვეყნებს. IDFI-იმ აღნიშნული მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი. 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ავტომანქანების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეოჯარიმების შემთხვევაშიც უკანასკნელი წლების განმავლობაში 2014 წელს ყველაზე მაღალი მაჩვნებელი ფიქსირდება - 275 953 პირი. 2013 წელს ვიდეო საშუალებით დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 256 391-ს, ხოლო 2012 წელს 140 432-ს.

2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ 1 316 006 პირია დაჯარიმებული

IDFI–ის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრებულია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

IDFI–ს ინფორმაციით, 2013 წლიდან ხელოვნური აბორტის შემთხვევებმა იკლო
4 წლის განმავლობაში, 23 ქვეყანაში, 3715 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული
2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C ჰეპატიტის შემთხვევები 644-ით გაიზარდა
სამცხე – ჯავახეთში 4 445 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული
შსს-მ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ პირთა მონაცემები გამოაქვეყნა
შსს: 2013 წელს სამცხე-ჯავახეთში დანაშაულმა 24,6%-ით მოიმატა
IDFI: საქართველოში გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესდა