FM97.5 / LIVE

ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს

მთავარიპოლიტიკა 05.06.2015
დღეს, 5 ივნისს ახალციხის ციხეზე, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ გადასცეს.

ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„ყოველი დღე, რომელიც კურსდამთავრებულებით ჯარის შემატებას ემსახურება არის უმნიშვნელოვანესი. მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლება და ქართველი ჯარისკაცების დიდი მოწადინება შესაძლებელს გახდის და ქვეყანას ჩვენს საბოლოო მიზნამდე მიიყვანს. მინდა მათ წარმატება ვუსურვო და ვუთხრა, რომ მალე მენახოს მათ ხელზე ნატოს სამკლაურები“, – განაცხადა თინა ხიდაშელი.

თავდაცვის მინისტრის მიმართვის შემდეგ ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა.

„მიხარია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები იღებენ ახალი გენერაციის ოფიცრებს, რაც ასე სჭირდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ხალხია, რომელიც წარმატებას მოუტანს მთელს საქართველოს", – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

უმცროს ოფიცერთა, ტანკის მეთაურთა და მექანიზირებულ სპეციალისტთა კურსდამთავრებულებს დიპლომები თინა ხიდაშელმა და ვახტანგ კაპანაძემ გადასცეს. რის შემდეგაც დეკანოზმა მამა იოანემ კურსანტები დალოცა და მათ საჩუქრად ხატები გადასცა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის, რომ ასეთ საზეიმო ვითარებაში აღვნიშნავთ ჩვენს ცხოვრებაში ერთ – ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, სატანკო ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულებას. მინდა კურსის სახელით ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს კარგად გვქავს გათვითცნობიერებული ჩვენი როლი ქვეყნის წინაშე“, – ამბობს სატანკო ოფიცერთა მომზადების კურსდამთავრებული მამუკა მოსემღვდლიშვილი.

9 თვიანი მომზადების პროგრამა T-72, T-55 ტიპის ტანკების, ასევე ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების БМП-1 და БМП-2 მართვას და ექსპლუატაციის შესწავლას გულისხმობდა. სამხედრო მოსამსახურეებმა საფუძვლიანი ტაქტიკური, ტექნიკური და საინჟინრო მომზადება გაიარეს.

საწვრთნელი პროგრამა ძირითადად საველე-პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა. კურსის გავლის შემდეგ, ოფიცრები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შესაბამის თანამდებობაზე გააგრძელებენ მსახურს.

ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალს მუსიკალურად ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ აფორმებდა.

ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს
[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

კურსდამთავრებულთა ცერემონიალი ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში
ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი ახალციხის ციხეზე [Photo]
ახალციხეში თინა ხიდაშელს ელოდებიან
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს  ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა
ახალციხეში ტანკისტის დღე თინათინ ხიდაშელის გარეშე იზეიმეს
ახალციხეში რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
რეკრუტები ახალციხის მარათონზე