FM97.5 / LIVE

ამერიკის დღეებს ახალციხეში აშშ–ს ელჩი დაესწრო

მთავარისაზოგადოება 03.06.2015
ამერიკის დღეებთან დაკავშირებით, ახალციხეს აშშ–ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესტუმრა. ელჩი ახალციხის ციხეზე ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო, მანამდე კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა.

ამერიკის დღეებს ახალციხეში აშშ–ს ელჩი დაესწრო
ამერიკის დღეები ახალციხეში დილის 10:00 საათზე ამერიკანისტიკის კონფერენციით გაიხსნა. კონფერენცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. 15:00 საათიდან კი ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაგრძელდა. ღონისძიების ფარგლებში ქვედა ციხეზე საინფორმაციო ბაზრობა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ამერიკის საელჩოსა და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული განათლების, დემოკრატიის განვითარების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური ზრდის პროექტები და მათი ბენეფიციარები. მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ საელჩოს წარმომადგენლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია საგანმანათლებლო, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ.

პარალელურად მიმდინარეობდა კონცერტი შოთა ადამაშვილისა და მუსიკალური ბენდების „Dangerflow“ და „Sea2Sea Dancers“ მონაწილეობით.

დაახლოებით 17:00 საათისთვის ახალციხის ციხეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეწვია. ელჩმა ჯერ საინფორმაციო ბაზრობა დაათვალიერა, შემდეგ კი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახალციხის ციხე მოინახულა.

როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ამ ღონისძიებით ამერიკის შეერთებული შტატები ახსენებს საქართველოს მოსახლეობას ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას.

„ამერიკა საქართველოს მჭიდრო პარტნიორია არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სამხედრო სფეროში. ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ეთნიკურად სომეხი და საქართველოსთვის გამოწვევაა უზრუნველყოს, რომ ყველა ადამიანმა მიუხედავად მისი წარმოშობისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა იგრძნოს თავი ქართული საზოგადოების ნაწილად. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ეს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

ახალციხის ციხეზე სტუმრობამდე ამერიკის ელჩი „ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე რეგიონის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით 2 ივნისს ზუგდიდიდან დაიწყო, ახალციხის შემდეგ კი ღონისძიება 4 ივნისს გორში გაიმართება. ხოლო 6 ივნისს თბილისში, რიყის პარკში ამერიკის დღეების დასკვნითი ღონისძიება მოეწყობა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

3 ივნისს ახალციხეს აშშ–ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესტუმრება
ამერიკის დღეები ახალციხეში ამერიკანისტიკის კონფერენციით გაიხსნა
სოზარ სუბარი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
ამერიკის დღეები ახალციხის ციხეზე [Photo]
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
ამერიკის ელჩი მიტროპოლიტ ნიკოლოზს შეხვდა
რა არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი  საქართველოს უსაფრთხოებაში?