FM97.5 / LIVE

ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღს ახალი მენეჯერი ჰყავს

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.06.2015
ექსვი თვის შემდეგ ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერად, ამავე ბაღის აღმზრდელი ნანა ბარბლიშვილი დაინიშნა.

ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღს ახალი მენეჯერი ჰყავსნანა ბარბლიშვილი ამავე საბავშვო ბაღის მენეჯერის მოვალეობას ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. როგორც ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე ამბობს, ბარბლიშვილმა დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულა, ამიტომ გადაწყდა, რომ მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერად ოფიციალურად დანიშნულიყო.

ნანა ბარბლიშვილი ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერად ოფიციალურად 1 მაისს დაინიშნა.

ბიოგრაფია
ნანა ბარბლიშვილი 1969 წელს ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დაიბადა. დაამთავრა უდის პირველი საჯარო სკოლა.
1987 წელს ჩააბარა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინჟინერ – ელექტრიკოსის სპეციალობაზე.
2012 – 2013 წლებში დაამთავრა სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებელთა გადამზადების კურსები.
ამავე წლებში მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში. დაწერილი აქვს პროექტი სოფელ არალში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რომელიც დღემდე ხორციელდება.
2013 წლიდან 2014 წლის დეკემბრამდე იყო მეხუთე საბავშვო ბაღის აღმზრდელი.
2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის 1 მაისამდე იყო ამავე საბავშვო ბაღის მენეჯერის მოვალოების შემსრულებელი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე ნინო ბაღდოშვილი ხელმძღვანელობდა.

ნინო ბაღდოშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 2014 წლის 2 დეკემბერს დაწერა. მას შემდეგ, რაც ქალაქის მერს ბაღში შეტანილ პურში აღმოჩენილი თაგვის კვალი აჩვენა.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ბაღდოშვილის განცხადება 5 იანვარს დააკმაყოფილეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა
ახალციხის მეხუთე ბაღის ეზოში საბავშვო ატრაქციონი დადგეს
ახალციხის ერთ–ერთ საბავშო ბაღში პურში თაგვის ცურცლი იპოვეს
აგარის საბავშვო ბაღს არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს
ვალეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ