FM97.5 / LIVE

ამერიკის დღეები ახალციხეში ამერიკანისტიკის კონფერენციით გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 03.06.2015
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკანისტიკის კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას ამერიკის საელჩოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

ამერიკის დღეები ახალციხეში ამერიკანისტიკის კონფერენციით გაიხსნა
ამერიკანისტიკის კონფერენცია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 10:00 საათზე დაიწყო. კონფერენცია ინგლისურენოვანი იყო და სტუდენტებმა ამერიკის კულტურის შესახებ პრეზენტაცია გამართეს სახელწოდებით „ჩვენ ვიცნობთ ამერიკას“.

სტუდენტებმა კონფერენციაზე ისაუბრეს ამერკის ისტორიაზე, დღესასწაულებზე, სიმბოლოებზე, პრეზიდენტებზე, მედიაზე, მუსიკაზე, სამზარეულოსა და ქართველ ემიგრანტებზე ამერიკაში. იმ სტუდენტებს ვინც პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა სერთიფიკატები გადაეცათ.

„ჩვენ უნივერსიტეტში 2004 წლიდან არსებობს ამერიკის შესწავლის ცენტრი, სადაც ორ წელიწადში ერთხელ ვატარებთ კონფერენციას. წელს კულტურის ატაშემ ამერიკის საელჩოდან ჯეიმს დიუიმ შემოგვთავაზა, რომ ეს კონფერენცია ჩაგვერთო ამერიკის დღეებზე დაგეგმილ ღონისძიებებში და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით“, – ამბობს პროფესორი გულიკო ჯანოვა.

მე ვარ ბედნიერი რადგან ვხედავ, რომ ქართველები დაინტერესებულები არიან ამერიკული კულტურით, ასევე, ცდილობენ უკეთ ისწავლონ ენა და ეს პრაქტიკულადაც გამოიყენონ“, – ამბობს ამერიკის საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ალი ნიკუზა.

კონფერენციის დასასრულს მოეწყო ამერიკული ფილმის „მწვრთნელის“ ჩვენება.

ამერიკის დღეებს ახალციხეში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც დაესწრება. 15:00 საათზე ახალციხის ციხეზე საინფორმაციო ბაზრობა მოეწყობა, სადაც აშშ-ს მისიის საგანმანათლებლო, გაცვლითი, საგრანტო და სხვა პროგრამების შესახებ სტენდებს გამოფენენ.

18:00 საათზე ახალციხის ციხეზე დაიწყება კონცერტი - მუსიკალური ბენდების „Dangerflow“ და „Sea2Sea Dancers“ მონაწილეობით.

ამერიკის დღეები ახალციხეში ამერიკანისტიკის კონფერენციით გაიხსნა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

3 ივნისს ახალციხეს აშშ–ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესტუმრება
ამერიკის დღეებს ახალციხეში აშშ–ს ელჩი დაესწრო
ამერიკის დღეები ახალციხის ციხეზე [Photo]
კონფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთა დასახმარებლად


ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია
„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის“ –  შემაჯამებელი კონფერენცია