FM97.5 / LIVE

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის ვადიან სასჯელს ითხოვენ

მთავარისამართალი 03.06.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულის დავით კუბლაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის  ვადიან სასჯელს ითხოვენ
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულის დავით კუბლაშვილისთვის ადვოკატები ვადიან სასჯელს და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

კუბლაშვილის ადვოკატის მაგული გოგლიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა.

„ეს მოწმეების დაკითხვის დროსაც დადასტურდა სასამართლო დარბაზში, ამიტომ ეს საქმეში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს“, – აცხადებს გოგლიძე.

მსჯავრდებულის ადვოკატებმა კუბლაშვილის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2 ივნისს გაასაჩივრეს.

შეგახსენებთ, რომ დავით კუბლაშვილს უვადო პატიმრობა, მიმდინარე წლის 4 მაისს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ჯეირანაშვილმა შეუფარდა.

დავით კუბლაშვილს გამოძიება სამი ახალგაზრდის, ვაჟა ნარიმანიშვილის, გიორგი სირბილაძისა და ბორის სირბილაძის მკვლელობას ედავებოდა. შემთხვევა 2014 წლის, 28 აგვისტოს, მარიამობის ღამეს მოხდა. კუბლაშვილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. 31 აგვისტოს კუბლაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მომხდარიდან მალევე კუბლაშვილის ოჯახმა სოფელი დატოვა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა
დავით კუბლაშვილის ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სახელმწიფო ადვოკატიც დაიცავს
ახალციხის სასამართლომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მოწმეები ვერ დაკითხეს
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს განაჩენს გამოუტანენ
სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა