FM97.5 / LIVE

2015 წლის მაისში საქართველოს საზღვარზე 454 545 ვიზიტორი დაფიქსირდა

მთავარისაზოგადოება 02.06.2015
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა 2015 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

2015 წლის მაისში საქართველოს საზღვარზე 454 545 ვიზიტორი დაფიქსირდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის მაისის თვე 454 545 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,7 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-მაისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 835 545 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 656 068 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%);

ბ) ტრანზიტი - 405 208 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 21%);

გ) სხვა - 774 269 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -1,3%).

2015 წლის მაისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+0,5%), აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+42,5%) და უკრაინიდან (-5,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 44%, 27%, 26%, 24% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (104%) და ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 42% და 43%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 639 %-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 15%-იანი ზრდა.

[Sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ივნისში საქართველოს საზღვარი 496 758–მა ადამიანმა გადმოკვეთა
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა
2015 წლის თებერვალში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო
შსს-მ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ პირთა მონაცემები გამოაქვეყნა
2016 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარზე  486 141 ვიზიტორი დაფიქსირდა
იანვარში უცხოეთიდან საქართველოში 387 070 ვიზიტი დაფიქსირდა
შსს: საქართველოში ვიზიტების რაოდენობამ 16.7%–ით მოიმატა