FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე 'ფორტი ბოიარდი' მოეწყო

მთავარისაზოგადოება 31.05.2015
ევროპის კვირეულის ფარგლებში, "ახალციხის ციხის" ტერიტორიაზე "ფორტი ბოიარდი" მოეწყო. ახალციხის სკოლებს შორის გამარჯვება პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

ახალციხის ციხეზე 'ფორტი ბოიარდი' მოეწყო

პროექტის "გავაცნოთ ევროპა სკოლებს" ფარგლებში ღონისძიება 31 მაისს გაიმართა. პროექტის იდეის ავტორის თქმით, მისი განხორციელება ევროპის კვირეულს დაამთხვიეს.

"ფორტ ბოიარდის" მონაწილეები ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ დანომრილ ფურცლებზე დაწერილ შეკითხვებს პასუხობდნენ. შეჯიბრში მონაწილეობა ახალციხის 5 საჯარო და 1 კერძო სკოლის მოსწავლემ მიიღო, საბოლოოდ კი გამარჯვება პირველი სკოლის მოსწავლეების გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის ორგანიზებით ექსკურსიაზე თბილისში წავლენ.

"კითხვები ძირითადად ევროკავშირის თემაზე იყო, ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროკავშირის ღირებულებების, ფასეულობების და სხვა ინსტიტუტების პოპულარიზაციას. ახალგაზრდებმა უნდა გაიგონ თუ რა არის ევროკავშირი, რა ღირებულებები აქვს, დაამსხვრიონ ის სტერეოტიპები, რაც საზოგადოებაში არსებობს და როცა უკვე შევალთ ევროკავშირში, სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბებული იქნება", – ამბობს პროექტის "გავაცნოთ ერთმანეთს ევროპა" იდეის ავტორი ნინო ნადირაძე.

ევროპის კვირეული ახალციხეში ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მერიის წარმომადგენლებმა გამარჯვებულები სერთიფიკატებითა და წიგნებით დააჯილდოვეს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ევროპის კვირეული ოფიციალურად 8 მაისს გაიხსნა.

ნინო ნადირაძის თქმით, ევროპის კვირეული 2 ივნისს თომა ჩაგელიშვილის ფილმის ჩვენებით დასრულდება, რომელსაც "მოგზაურობა ევროპაში" ეწოდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა
ახალციხეში ევროპის კვირეული გაიხსნა
მინი ფეხბურთში ტურნირი ‘ევროპის თასი’ დასრულდა
'ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა' – ახალციხეში 'ევროპის დღე' საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება [R]
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ახალციხეში ფილმის ჩვენება გაიმართა
ახალციხეში 'ევროპის დღე' აღინიშნა
საქართველოში ‘კლიმატის ცვლილებების კვირეული’ მიმდინარეობს