FM97.5 / LIVE

პირველ ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მთავარისამართალი, შემთხვევა 28.05.2015
„სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელშიც 5 წლის ბავშვის ოჯახის წევრები აღმზრდელებს ძალადობაში ადანაშაულებენ, შსს–მ გამოძიება, სოციალურმა სამსახურმა კი მოკვლევა დაიწყო.

პირველ ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ახალციხის პირველი საბავშვო ბაღის საქმეს შსს–ს ახალციხის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. (ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე).

მომხდარზე უკვე დაკითხეს გოგონას დედა. დღეს კი ჩვენების მისაცემად დაიბარეს პირველი ბაღის მენეჯერი ქეთევან საანიშვილი.

გოგონას ოჯახს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს. საჩივარი მომხდარის შესახებ არც პირველ საბავშვო ბაღს, არც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას და არც სოციალურ სასმახურს შეუტანია. როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე აცხადებს, სამართალდამცავებმა ძიება „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე დაიწყეს.

ასევე „სამხრეთს კარიბჭედან“ შესული შეტყობინების შემდეგ ჩაერთო საქმეში სოციალური სამსახურიც.

„საბავშვო ბაღში უკვე ვიყავით, ვნახავთ ბაშვს და მის ოჯახის წევრებსაც“, – ამბობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი ნინო საანიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც სოციალური მუშაკი ბავშვს ნახავს, თუ საჭირო გახდება, საქმეში ფსიქოლოგიც ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ პირველი ბაღის აღმზრდელებს მეგი გვარამაძესა და ლალი კეღოშვილს აღსაზრდელის, 5 წლის გოგონას მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ძიძამ ბავშვს რამდენჯერმე თავში წამოარტყა, მასწავლებლებმა კი ბავშვი არა ერთხელ აჯანჯღარეს. ასევე, აღმზრდელები ბავშვის თვალწინ ტკბილეულს მიირთმევენ და ამას პატარებს აყურებინებენ.

დღეს, 29 მაისს, მომხდარზე პირველ საბავშვო ბაღში საგანგებო თათბირი გაიმართა. თათბირს 28 მშობელი ესწრებოდა, 28–ვემ განაცხადა, რომ მსგავს ფაქტებს მათ შვილებთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

იმ საბავშვო ბაღში, სადაც აღმზრდელებს ძალადობაში ადანაშაულებენ, საგანგებო თათბირი გამართეს
პირველ საბავშვო ბაღში ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება შეწყდა
კვირის აქცენტი: ბავშვზე შესაძლო ძალადობის  ფაქტები – ხმაური პირველი ბაღის ირგვლივ[Video]
ახალქალაქის მესამე ბაღში აღმზრდელს დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
ახალციხის პირველი ბაღის აღმზრდელებს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ
ახალციხის მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მეორე კვირაა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღს გათბობა არ აქვს