FM97.5 / LIVE

ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე (R)

მთავარირეკლამა 28.05.2015
ჩვენ ყველა მიწისზედა ციფრულ სატელევიზიო ქსელზე გადასვლას ველოდებით, რაც 2015 წლის 17 ივნისს უნდა დასრულდეს. ეს თითოეულ ოჯახში მიწოდებული სატელევიზიო სიგნალის გაუმჯობესებულ ხარისხს უზრუნველყოფს.

ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე (R)

პროცესის დასრულებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი, თუმცა საქართველოს მოსახლეობას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საკმარისი ინფორმაცია მაინც არ აქვს. აღნიშნულ საკითხზე ჩვენი მკითხველებისგან კითხვები მივიღეთ და გადავწყვიტეთ, ყველაზე ხშირად დასმულ რამდენიმე მათგანს ვუპასუხოთ:

- როდის მოხდება მიწისზედა ციფრულ სატელევიზიო ქსელზე გადასვლა და ამის შემდეგ რა შეიცვლება ჩემთვის?

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცნობით, საქართველოში მიწისზედა ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წლის 17 ივნისს დასრულდება. ეს თარიღი არის ბოლო ვადა, როდესაც ქვეყანაში ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო ქსელი უნდა გაითიშოს. ციფრული სიგნალის მიღება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი: ციფრული მიწისზედა ანტენით, ციფრული კაბელით, ინტერნეტით ან სატელიტით. თუ სატელევიზიო სიგნალს სატელიტის ან ინტერნეტის საშუალებით იღებთ, გაციფრულება თქვენზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან თქვენ უკვე ციფრულ სატელევიზიო სიგნალს იღებთ, ხოლო თუ ანალოგურ მიწისზედა სიგნალს იღებთ, თქვენი გადასაწყვეტია, რა საშუალებას აირჩევთ ციფრული სიგნალის მისაღებად.

- რა განსხვავებაა ანალოგურ და ციფრულ სიგნალს შორის?

ანალოგური ტელევიზიისგან განსხვავებით, სადაც აუდიო და ვიდეო სიგნალის გადასაცემად მაგნიტური ტალღები გამოიყენება, ციფრული სიგნალი ბაიტების საშუალებით გადაიცემა. შედეგად ვიღებთ ციფრულ ინფორმაციას, რომელსაც კრისტალურად სუფთა გამოსახულება და უმაღლესი ხარისხის ხმა აქვს.

- როგორც ვიცი, ციფრული სიგნალი 17 ივნისამდეც შემიძლია მივიღო. როგორ გავაკეთო ეს?

დიახ, შეგიძლიათ. ზოგადად, ციფრული სატელევიზიო სიგნალი რამდენიმე საშუალებით და მათ შორის ანტენით, სატელიტის, კაბელის ან ინტერნეტის მეშვეობით გადაიცემა. სატელიტი ციფრული სატელევიზიო სიგნალით მთელ ქვეყანას ფარავს. ასე რომ, ციფრული სიგნალით უკვე შეგიძლიათ ისიამოვნოთ სატელიტით და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებებით. ამისთვის სულაც არაა საჭირო, რომ 17 ივნისს დაელოდოთ.

გაციფრულების პროცესი მე როგორ შემეხება?
გაციფრულების პროცესი ძირითადად ეხება ხალხს, რომელიც ანალოგური მიწისზედა სიგნალის მისაღებად ტელევიზორის ანტენას იყენებს. სწორედ ამ მიწისზედა ქსელის გაციფრულება ხდება. მათ მოუწევთ, არჩევანი გააკეთონ, თუ რა გზით მიიღებენ ციფრულ სიგნალს. ხოლო თქვენთვის არაფერი შეიცვლება, თუ უკვე იღებთ ციფრულ სიგნალს, მაგალითად, სატელიტის მეშვეობით.

[sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე (R)
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)
ციფრული ტელემაუწყებლობა - გამოსახულება ხარვეზის გარეშე
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა
ხვალიდან სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა