FM97.5 / LIVE

შს მინისტრმა ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა

მთავარისაზოგადოება 27.05.2015
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, დღეს, 27 მაისს ბორჯომში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.

შს მინისტრმა ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბორჯომს დღეს, 27 მაისს ესტუმრა. მან ბორჯომში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის ქუჩა, სკვერი და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა. ასევე, გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებს თბილისში, მშენებარე ბინის გასაღები პირადად გადასცა.

მემორიალის გახსნას გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი, ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მახარაშვილი ესწრებოდა. ღონისძიების შემდეგ მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებთან ერთად გიორგი ბერუაშვილის საფლავი მოინახულა.

დაღუპული პოლიციელის სახელი ბორჯომში იმ ქუჩას ეწოდა, სადაც იგი ცხოვრობდა, ხოლო მისი სახელობის სკვერი იმ ადგილზე მოეწყო, სადაც გიორგი ბერუაშვილს შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. გიორგი ბერუაშვილი შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. აღნიშნულ სკვერში გაკეთდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.

გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი მეუღლე ნატალია ხუციშვილი ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაასაქმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაღუპული პოლიციელის ოჯახზე მომავალშიც იზრუნებს.

შეგახსენებთ, გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. გიორგი ბერუაშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
შს მინისტრმა ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა

შს მინისტრმა ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა

შს მინისტრმა ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა

შს მინისტრმა ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა

[Sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში შს მინისტრს ელოდებიან
გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას პრეზიდენტი და შს მინისტრი ესწრებიან
ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შსს გაიღებს
შსს ბორჯომში მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის ოჯახს ბინას შეუძენს
გიორგი ბერუაშვილის ოჯახი კომპენსაციას მიიღებს
პრემიერი ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს
ბორჯომში მოკლული პოლიციელის შვილი სკოლაში შს მინისტრმა წაიყვანა