FM97.5 / LIVE

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში კონცერტით დასრულდა

მთავარისაზოგადოება 26.05.2015
ქართული ესტრადის მომღერლებმა ახალციხეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობასთან ერთად იზეიმეს.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში კონცერტით დასრულდა
26 მაისს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართებოდა. დღის მეორე ნახევარში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. შემდეგ კი თბილისიდან მოწვეულმა მომღერლებმა გალა კონცერტი გამართეს.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შეკრებილებისთვის ბესიკ კალანდაძემ, ჯემალ სეფიაშვილმა, ცისანა სეფიაშვილმა, ბორის ბედიამ, ირმა სოხაძემ, ენრიკო ჯანელიძემ, ჯგუფმა "თბილისურმა კვარტეტმა" და კახაბერმა და ხანუმებმა იმღერეს.

"დღევანდელი დღე არის ალბათ ყველაზე დიდი დღესასწაული ქართველი ხალხისთვის, დღეს მთელს საქართველოში ზეიმია და მე მინდა, რომ ახალციხეს და მის მაცხოვრებლებს მივულოცო დღევანდელი დღე", – ამბობს მომღერალი ენრიკო ჯანელიძე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ჰიმნით დასრულდა
26 მაისს ახალციხეში გალა კონცერტი გაიმართება
ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტით გაგრძელდა
ახალციხეში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
ახალციხეში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა