FM97.5 / LIVE

ააიპ „ახალციხის ტბის“ შექმნას ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ

მთავარიპოლიტიკა 25.05.2015
ახალციხეში ხელოვნური ტბის მოვლისთვის ახალი ააიპ–ი იქმნება. აღნიშნულ საკითხს ქალაქ ახალციხის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

ააიპ „ახალციხის ტბის“ შექმნას ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ახალციხის ტბის“ დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 25 მაისს იმსჯელეს.

სხდომას 15 დეპუტატიდან 12 ესწრებოდა. აქედან ხუთმა ახალი ააიპ–ის შექმნას მხარი არ დაუჭირა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზურაბ სადათიერაშვილი მერიისგან ახალი სამსახურის შექმნის ეკონომიკურ დასაბუთებას ითხოვს.

„წინააღმდეგი ვარ ააიპ–ების შექმნის. ის, რაც შეიძლება აკეთოს კერძო ბიზნესმა, არ შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ. თავისუფლად შეიძლებოდა გამოჩენილიყო ვიღაც ბიზნესმენი, რომელიც მაგალითად ტბაში თევზს გაამრავლებდა და მოგებაზე წასულიყო. ჩვენ მოვითხოვეთ ეკონომიკური დასაბუთება, რა დაჯდება, რა თანხას შემოიტანს ბიუჯეტში და ასე შემდეგ“, – ამბობს ზურაბ სადათიერაშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა გოგოლაძე ინიციატივითაც გამოვიდა. მისი თქმით მერიამ მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით შეატყობინოს ხალხს იმის შესახებ, რომ ტბის ტერიტორიაზე გასართობი საშუალებების გაკეთება იგეგმება.

„იქნებ ვინმე დაინტერესდეს და ჩადოს ფული იმისთვის, რომ მოაწყოს ეს ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გვინდა. შესაბამისად მუნიციპალიტეტი ამაზე ხარჯებს აღარ გაიღებს და პირიქით, იქიდან მოგებას მიიღებს. ზოგადად ააიპ–ის შექმნის იდეა ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტი ხარჯი იქნება, შეიძლება მომავალში განვითარდეს და მოგება მოიტანოს, მაგრამ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა“, – ამბობს შალვა გოგოლაძე.

ააიპ–ი „ქალაქ ახალციხის ტბის“ შექმნა გააპროტესტა საკრებულოს დეპუტატმა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ ჯიმშერ გოგოლაურმა. მისი თქმით, ეს არის შორეული პერსპექტივა და უახლოეს მომავალში არ გაკეთდება: „ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაწყებულიყო საცურაო აუზის მშენებლობა და დღემდე არ გაკეთებულა. რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ტბას გააკეთებენ? გარდა ამისა, ეს არის ბიუჯეტის ზედმეტი ხარჯვა“.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ქალაქის მერი გიორგი კოპაძე ესწრებოდა. ქალაქის მერი ამბობს, რომ ეკონომიკური გათვლები კეთდება და ირწმუნება, რომ ტბის ააიპ–ი მომგებიანი იქნება. იგი ტბის ტერიტორიის კერძო პირისთვის გადაცემის წინააღმდეგია.

„ბევრი რამეა ამ ქალაქში კერძო პირისთვის გადაცემული, მაგრამ არ არის იმ მდგომარეობაში, რაგორც უნდა იყოს. პირველ რიგში ეს იქნება დასასვენებელი ადგილი, ამასთანავე შეიქმნება სამუშაო ადგილები და ტბას ეყოლება პატრონი. კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან ჯერ არ ვიცით, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ“, – ამბობს კოპაძე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ახალ ააიპ–ის დაევალება ხელოვნური ტბის იერსახეზე ზრუნვა, მწვანე ნარგავების მოვლა–პატრონობა, ტბის ტერიტორიაზე სათევზაო–რეკრეაციული პირობების შექმნა. ასევე, ტბის რესურსების გათვალისწინებით, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მათ შორის ველოსიპედების, კარვების, ნავების, წყლის ველოსიპედების გაქირავება. თევზაობის უფლებების მისაღებად ბილეთების გაყიდვა. სპეციალური მოსასვენებელი ადგილების გამოყოფა კარვების გასასშლელად, სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და ქალაქის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით.

გიორგი კოპაძის თქმით, შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება ამ სეზონზე ვერ მოესწროს. თუმცა, ძირითადი სამუშაოები უახლოეს მომავალში შესრულდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არაკომერციული, მაგრამ კონტროლირებადი ახალციხის ტბა
ახალციხის ტბა  სეზონის ბოლოს – დაპირებები და შედეგი
მერია ახალციხის ტბის რეაბილიტაციას იწყებს
ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა
120.000 ტბას და 200.000 ‘ახალციხის ციხეს’ –  ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდა
ახალციხის ტბის ნაწილი თვეზე მეტია ჩაბნელებულია
თანამშრომლებისა და ბიუჯეტის რაოდენობა ააიპ „ახალციხის ტბაზე“