FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ემზადება

მთავარიეკონომიკა 22.05.2015
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია იწყება.

ახალციხის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ემზადება

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ერთ თვეში ზიკილიის საავტომობილი გზის, წყრუთი – ჭვინთა – ელიაწმინდის გზის დასაწყისისა და ახალციხე – ტატანისი – სვირი – ბოგის გზების რეაბილიტაცია დაიწყება.

ზიკილიის საავტომობილი გზისთვის 150.000 ლარია გამოყოფილი, წყრუთი – ჭვინთა – ელიაწმინდის გზის დასაწყისის რეაბილიტაციისთვის 601.375 ლარი დაიხარჯება, ახალციხე – ტატანისი – სვირი – ბოგის გზის რეაბილიტაციისთვის კი 300.923 ლარი.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ბალახაშვილი ამბობს, აღნიშნულ სოფლებში ასფალტის საფარი დაიგება: „საკრებულოს სხდომაზე უკვე გავიტანეთ აღნიშნული საკითხი, ბიუჯეტში შევიდა ცვლილებები და როგორც კი დადგენილება გამოვა, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს გამოვაცხადებთ. სავარაუდოდ ორ კვირაში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანიები და სადღაც ერთ თვეში უკვე შევძლებთ სამუშაოების დაწყებას“.

მისივე თქმით, წყრუთი – ანის გზის რეაბილიტაციის პროექტი მთავრობის სხდომაზე განსახილველად დღეს, 22 მაისს გადის. მოწონების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სამინისტრომ აღნიშნული პროექტიც დააფინანსოს.

„გარდა იმ პროექტებისა, რაც სამინისტროს მიერ უკვე დაფინანსებულია, ჩვენ მომზადებული გვაქვს კიდევ წყრუთი – ანის გზის რეაბილიტაციის პროექტი და ასევე გვინდა, რომ ოთხ სოფელში სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები დავიწყოთ. ეს პროექტები სამხარაულის ბიუროში გვაქვს გადაგზავნილი და ველოდებით პასუხს“, – ამბობს ბალახაშვილი.

ახალციხის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ემზადება

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

რას მოხმარდება ახალციხის სოფლებში მთავრობისგან მიღებული 2 მილიონი ლარი
ახალციხის სოფლებში გზების მოასფალტება იწყება
რაში დახარჯა გამგეობამ ‘რეგიონული ფონდის’ ფული
3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა უმცირესობის გარეშე
რა გაკეთდება სამცხე–ჯავახეთში ცენტრალური ბიუჯეტის 15 მლნ ლარით 2016წელს
2018 წელს რეგიონული ფონდიდან ახალციხეში 10 პროექტი განხორციელდება