FM97.5 / LIVE

ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან

მთავარისაზოგადოება 22.05.2015
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ახალციხეში დაგეგმილი ღონისძიებები ძირითადად ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.

ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიანღონისძიების ფარგლებში, წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი; პაატა ნათენაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე მოეწყობა შეჯიბრი მძლეოსნობაში; ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება ღვინის ფესტივალი; ასევე ციხის ტერიტორიაზე გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა, მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ტურნირი ჭადრაკში.

ასევე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე თოჯინების თეატრი გამართავს წარმოდგენას, მოეწყობა შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში და გაიმართება მოტო – შოუ. იგეგმება სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულების დაჯილდოვება და ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე საფინალო მატჩი დიდ ფეხბურთში.

16:00 საათზე, ასევე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ახალციხის ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლები: „მესხეთი“, „სამცხე“, „ლომსია“, „მესხი ფრთოსანი“, სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია „სიხარული“, საბავშვო სტუდია „პალიტრა“, კულტურის სახლის პატარა მედოლეები, ხალხურ საკრავთა გუნდი „ხმაურიანი სიმები“ და სომხური ახალგაზრდული ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი კონცერტს გამართავენ.

19:00 საათზე კი გალა – კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ბორის ბედია, ბესიკ კალანდაძე, ირმა სოხაძე, ენრიკო ჯანელიძე, ჯგუფი – „თბილისური კვარტეტი“ და კახაბერი და ხანუმები.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ჰიმნითა და ფოიერვერკით დასრულდება.

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღე ახალციხის მერიის ორგანიზებით და კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მხარდაჭერით ეწყობა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგი
26 მაისს ახალციხეში გალა კონცერტი გაიმართება
რა იგეგმება 26 მაისს ახალციხეში
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი