FM97.5 / LIVE

მეთორმეტეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.05.2015
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. მეთორმეტეკლასელები დღეს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

მეთორმეტეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ
საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში გამოცდა დილის 09:00 საათზე დაიწყო. მოსწავლეები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. გამოცდა კომპიუტერული სისტემით მიმდინარეობს და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დამკვირვებლები ესწრებიან.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში გამოცდას დღეს 27 მოსწავლე აბარებს, 26–მა მოსწავლემ სკოლა წელს დაამთავრა, ერთმა კი გასულ წელს და იმის გამო, რომ შარშან ფიზიკის გამოცდა ვერ ჩააბარა, ახლა გამოცდაზე კიდევ გადის.

"გუშინ იყო პრეტესტები, დღეს კი გამოცდას აბარებენ. ამ დროისთვის დაახლოებით 18–20 ბავშვმა ჩააბარა და 7–8 ქულები გამოიტანეს. კომპიუტერული სისტემა კარგ მდგომარეობაშია, არანაირი შეფერხება არ ყოფილა", – ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი გია კაპანაძე.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში წელს 98 კურსდამთავრებულია. 11 კი ისეთი მოსწავლეა, რომელსაც შარშან გამოცდა არ ჩაუბარებია.

"ამ ეტაპისთვის არსებული შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ, არცერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა. არანაირი შეფერხება არ ყოფილა, კომპიუტერები კარგად მუშაობს. თუმცა, ბუნებრივია მოსწავლეები ცოტას ღელავენ. კითხვები არის საპროგრამო მასალიდან, რთული არაა, მოსწავლემ უნდა იცოდეს ეს და ვინც სწავლობდა, მათთვის რთული არაა ჩაბარება", – ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

მეთორმეტეკლასელები ამბობენ, რომ გამოცდა საშუალო სირთულისაა და ჩაბარება არ უჭირთ. პირველ საჯარო სკოლაში ამ დროისთვის ყველაზე მაღალი ქულა 9,83 მარიამ გაჩეჩილაძემ მიიღო.

"რთული არ ყოფილა, ყველაფერი ნასწავლი გვქონდა, საშუალო სირთულის ტესტები იყო. ამ გამოცდიდან გამომდინარე სხვა გამოცდების ჩაბარების აღარ მეშინია და ვფიქრობ, რომ წარმატებით ჩავაბარებ და მაღალ ქულებს ავიღებ", – ამბობს მარიამ გაჩეჩილაძე.

"ჩემთვის საშუალო სირთულის იყო დღევანდელი გამოცდა, ჩაბარება არ გამჭირვებია და ნორმალური ქულაც მივიღე", – ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია კვიჟინაძე.

შეგახსენებთ, რომ მე-12 კლასელები გამოცდებს 21, 22, 23, 24 მაისს ჩააბარებენ. 25 მაისი სარეზერვო დღეა. გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
საატესტატო გამოცდები დაიწყო
მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ