FM97.5 / LIVE

დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთავარიეკონომიკა 19.05.2015
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდ, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად დაბა ასპინძის 600-მდე ოჯახს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ, პროექტის განხორციელების შედეგად, დაბა ასპინძაში მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი.

ასპინძის მოსახლეობას ამჟამად ზოგიერთ უბანზე 2-3- საათიანი გრაფიკით მიეწოდება წყალი, ხოლო ზოგიერთზე 10-საათიანი გრაფიკით, პროექტის განხორციელების შედეგად კი 16-24 საათიან რეჟიმში მიიღებენ მაღალი ხარისხის სასმელ წყალს.

"პროექტის განხორციელების შედეგად ასპინძის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. სამშენებლო სამუშაოებზე 30 ადამიანზე მეტია დასაქმებული", – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

პროექტის ფარგლებში მოხდება 100 მ³ მოცულობის არსებული რეზერვუარის გადახურვა, შეიცვლება ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენი საერთო სიგრძით 4.5 კმ. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 1150 მეტრი მილსადენი. ასევე დაგეგმილია გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა–რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 2,768 მ. და სადარაჯო ჯიხურის შეკეთება და შემოღობვა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალი 24 საათი ექნება
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
რატომ შეფერხდა ბაკურიანში წყლის მიწოდება – კომპანიის განმარტება
აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
წაღვერსა და ლიკანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
აწყურში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს