FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში 1 პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩა

მთავარიპოლიტიკა 19.05.2015
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. საკონკურსო – საატესტაციო კომისიამ თანამშრომლები 15 პოზიციაზე შეარჩია, ერთი ადგილი ისევ ვაკანტურია.

ახალციხის მერიაში 1 პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩაქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 14 ვაკანსიაზე გამოაცხადა, საკრებულომ კი ორზე. კონკურსის ბოლო ეტაპი – გასაუბრება 88 კონკურსანტმა გაიარა, ამათგან 67 კონკურსანტს განაცხადი მერიაში ჰქონდა შეტანილი, 21–ს კი საკრებულოში.

88–დან კომისიამ 15 თანამშრომელი შეარჩია. 13 მერიაში და 2 საკრებულოში. მერიაში ზედამხედველობის საკითხებში მთავარი სპეცალისტის პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩა.

როგორც ახალციხის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მიქაბერიძე ამბობს, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი ისევ გამოცხადდება: „საკონკურსო – საატესტაციო კომისია იმსჯელებს, რის შემდეგაც გადაწყდება როდის გამოცხადდება აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი ხელმეორედ“.

მათ, ვინც კონკურსი ვერ გაიარა, უარი უკვე დაეგზავნათ. მერიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ გასაუბრებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვთ დღეს, დღის ბოლომდე შეუძლიათ გაასაჩივრონ.

ნინო მიქაბერიძის თქმით, მერიაში სხვადასხვა პოზიციებზე თანამშრომლების დანიშვნა შესაძლებელია ხვალ, 20 მაისს დაიწყოს.

„დღეს იწურება გასაჩივრების ორდღიანი ვადა, იმ შემთხვევაში თუ არ შემოვა საჩივარი, მერიას გასათვალისწინებლად წერილობით გადაეგზავნება შედეგები, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ხვალ, მოხდება ამ თანამშრომლების დანიშვნა“, – ამბობს მიქაბერიძე.

შეგახსენებთ, რომ მერიაში გასაუბრება 4 მაისს დაიწყო და 7 მაისს დასრულდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა შედეგით დასრულდა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსები
ახალციხის მერიაში გასაუბრება ერთმა თანამშრომელმა ვერ გაიარა
ახალციხის გამგეობაში 19 პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩა
ახალციხის საკრებულოს ერთი ვაკანტური ადგილი დარჩა
ახალციხის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება ხვალ შედგება
ახალციხის მერიაში სამ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი არ შევიდა
ახალციხის მერიაში გასაუბრებაზე კონურსანტების ნახევარი არ გამოცხადდა