FM97.5 / LIVE

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

მთავარისაზოგადოება 17.05.2015
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში ეს დღე პირველად 2012 წელს აღნიშნეს.

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1990 წლის 17 მაისს გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. 2004 წლიდან კი დაიწყო ამ დღის, როგორც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინაააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა.

2014 წელს 17 მაისი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აღინიშნა, მათ შორის იყო ის 37 ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალურობა ლეგალიზებული არაა. ამ დღეს გაიმართა 1600 ღონისძიება, რომელშიც 1280 ორგანიზაცია იყო ჩართული.

საქართველოში ამ დღის აღნიშვნა პირველად 2012 წელს დაიგეგმა, თუმცა, მსვლელობას სასულიერო პირებისა და მოქალაქეების ნაწილმა ხელი შეუშალა. 17 მაისი საქართველოში ვერც მომდევნო, 2013 წელს აღნიშნეს.

2014 წლის 2 მაისს, საქართველომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. თუმცა, ეს დღე ვერც გასულ წელს აღინიშნა. 2014 წლის 11მაისს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე გამოაცხადა, რომ რომ 17 მაისი წესდება "ოჯახის სიმტიკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღედ"

„ამ დღეს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს: მშობლები და შვილები. ამ დღეს უნდა აღვავლინოთ ლოცვები ერთითა პირითა, გულითა და გონებითა. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა–კურთხევა, რომ 17 მაისის დღის 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყალი ასხურუონ თავის სახლებს, ოჯახებს ქუჩებს და ტაძრებს“, – განაცხადა ილია მეორემ 2014 წლის 11 მაისს, საკვირაო ქადაგებაზე.

2014 წლის 17 მაისს, თბილისში მოეწყო მსვლელობა ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით. წელს, 2015 წლის 17 მაისს,საქართველოს საპატრიარქომ გააუქმა ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები. საქართველოს ეკლესიამ ჩათვალა, რომ ვინაიდან, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში პირველად შემობრძანება აღინიშნება, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებითა და მსახურებებით უნდა აღინიშნოს.

2015 წლის 17 მაისთან დაკავშირებით, განცხადებები გაავრცელეს საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა ხელისუფლებასა და საზოგადოებას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას. 12–მა არსამთავრობო ორგანიზაციამ კი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ აპირებენ სოლიდარობა გამოხატონ ლგბტ თემის მიმართ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.07.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

08.07.2020 ადიგენსა და ახალციხეში მინდვრები კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა

08.07.2020 საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის

08.07.2020 მცენარეული ნარჩენის დაწვის შემთხვევაში 1 000 ლარამდე დაჯარიმდებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს
როგორ აღნიშნეს ახალციხეში ოჯახის სიმტკიცის დღე
პატრიარქის კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა
17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა
'ერთად გადავრჩებით' -17 მაისს ლგბტ თემი ონლაინ დემონსტრაციას გამართავს
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება
ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა