FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ევროპის დღეები აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 13.05.2015
ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა. იანოშ ჰერმანმა რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად ახალქალაქში შეხვედრა გამართა.

ახალქალაქში ევროპის დღეები აღნიშნეს

ახალქალაქში ევროპის დღე წელს პირველად აღინიშნა. ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს და ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეს.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაკეთდა: "აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ სწორედ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ახორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტს, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ნაწილია. ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის მეშვეობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემამ 52 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება მიიღო. პროგრამის ფარგლებში უდიდესი ყურადღება ეთმობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასა და მხარდაჭერას".

ახალქალაქში ევროპის დღეები აღნიშნეს

ENPARD-ის მიერ გამოყოფილი სახსრების ნაწილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებასა და ტექნიკურ დახმარებას მოხმარდება. ამ მიზნით ევროკავშირი სახელმწიფო ბიუჯეტის სუბსიდირებასაც ახდენს. ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით, 4 კონსორციუმს, რომელიც თავის მხრივ 15 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, გადაეცა გრანტი, რომელიც მოხმარდება საქართველოს რეგიონებში 160-ზე მეტი კოოპერატივის შექმნასა და გაძლიერებას.

ევროპის დღის აღსანიშნავად, ახალქალაქის კულტურის ცენტრში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ENPARD-ის პროგრამაში ჩართულმა მცირე ფერმერულმა კოოპერატივებმა მათ მიერ წარმოებული საკვები პროდუქცია წარადგინეს. სტუმრები უფრო ახლოს გაეცნენ იმ პროექტებს, რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და აქ წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების საშუალებაც მიეცათ.

ევროპის დღეები ENPARD-ის პროგრამის ინიცირებით ახალქალაქის გარდა, საქართველოს კიდევ 4 ქალაქში: მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ქობულეთში ჩატარდა.

ახალქალაქში ევროპის დღეები აღნიშნეს

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

12 მაისს სამცხე – ჯავახეთს ევროკავშირის ელჩი ესტუმრება
ოთარ დანელიამ კატერინა მატერნოვასთან ერთად ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები დაათვალიერა [R]
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
იოჰანეს ჰანმა  კოოპერატივი და აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა [R]
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს [R]