FM97.5 / LIVE

”ქართული ოცნების” საპროტესტო მსვლელობა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 19.09.2012
კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის წარმომადგენლებმა გლდანის მერვე საპყრობილეში მომხდარის შესახებ ახალციხეში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

”ქართული ოცნების” საპროტესტო მსვლელობა

”ოცნების წევრებმა” საპროტესტო აქცია გამართეს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან, ახალციხის საპატრულო პოლიციასთან, ახალციხეში ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატის შტაბთან, ახალცხიის რაიონულ სასამართლოსთან და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოსთან.

”ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც ძალადობასთან არის დაკავშირებული. კადრებმა, რომლებიც წუხელ გავრცელდა, პროტესტი გამოიწვია, არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოში, მოაზროვნე საზოგადოების”, - აცხადებს ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი ელვარდი ზაზაძე და ამატებს, რომ ”დღეს მოაზროვნე საზოგადოება ქუჩაშია გამოსული”.

”ქართული ოცნების” წევრი შუქრი გოგოლაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღე მნიშვნლოვნად გამოაცოცხლებს და ერთ გუდნდად შეკრავს სამოქალაქო საზოგადობას: ”ის ადამიანები, რომლებსაც ნეიტრალური პოზიცია ეკავათ, ახლა მაქსიმალურად გამოვლენ გარეთ და აქციებში მიიღებენ მონაწილეობას”.

კოალიციის წევრები ფიქრობენ, რომ ადამიანი, რომელსაც გული აქვს, დღეს შინ მშვიდად ვერ დაჯდება.

”შესაძლოა არაერთის შვილი მოხვდეს იქ და მოექცნენ სწორედ ისე, როგორც ექცევიან მერვე საპყრობილეში პატიმრებს”, - ამბობს ”ქართული ოცნების” წევრი ჩიტო ქიმერიძე.

რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილის საქმესთან კავშირს, რომელიც ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ზაზაძე მიიჩნევს, რომ მისი ამ საქმეში გარევა ხელისუფლების ხრიკია: ”ეს არის ფარსი, რომელიც დღევანდელ დღემდე კარგა ხნით ადრე წამოიწყო ხელისუფლებამ. ხელისუფება ცდილობს მიზეზად გამოიყენოს ყველაფერი ის, რაც მას ხელს აძლევს. ”წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო” ასეთ პოზიციებზეა დღეს ხელისუფლება”.

”ქართული ოცნების” საპროტესტო მსვლელობა

”ქართული ოცნების” საპროტესტო მსვლელობა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

"ოცნების” პროტესტი გრძელდება
"ქართული ოცნების" წევრი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
ახალციხეში ჯერ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პლაკატებია გაკრული
"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
”ნაციონალებისა” და ”ოცნების” პარალელური მსვლელობები [Photo, Video]
ბორჯომში 'ქართული ოცნების' ორგანიზებული აქცია იწყება [Photo]