FM97.5 / LIVE

საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობს

მთავარისაზოგადოება 11.05.2015
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარი მოილოცა და ის ოჯახი დალოცა, რომელმაც ტაძრის მშენებლობა წამოიწყო.

საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ახალციხეს დღეს, 11 მაისს ესტუმრა. მან ჯერ აწყურში, სლესის ციხესთან შეკრებილი მოსახლეობა დალოცა, შემდეგ კი ახალციხეს ეწვია. პატრიარქმა ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარი მოილოცა.

საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობს საქართველოს პატრიარქს შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძართან მრევლი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა. უწმინდესის ვიზიტის დაგვიანების მიზეზი ქობულეთში მომხდარი ტრაგედია იყო. ილია მეორემ ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვებისთვის რუსთავში პარაკლისი აღავლინა.

ახალციხეში საქართველოს პატრიარქი 16:30 საათისთვის ჩამოვიდა. მას მრევლი შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში დახვდა.

„ძალიან დიდი ბედნიერებაა პატრიარქის ჩამობრძანება, დიდხანს სიცოცხლე მინდა ვუსურვო, მთელი ქალაქისთვის ეს ძალიან დიდი წარმატება და ბედნიერებაა, ყველას გვფარავდეს ღმერთი“, – ამბობს ახალციხელი ლია ლაზარაშვილი.

საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობსახალცხელი ზაქარია ზედგინიძე მშენებარე ტაძართან იმის გამო მივიდა, რომ პატრიარქისთვის საკუთარი ლექსების წიგნი ეჩუქებინა: „ეს არის ჩემი მესამე წიგნი, სადაც ძირითადად საეკლესიო ხასიათის ლექსებია შესული“.

პატრიარქთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა.

„დიდი სიხარულია ჩვენთვის რომ ჩამობრძანდა პატრიარქი, მის ლოცვა–კურთხევაზე დიდი სიხარული არაფერია ჩვენთვის“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მცოვრები მანანა გოგოლაძე.

ილია მეორემ ის ოჯახი დალოცა, რომელმაც შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობა წამოიწყო: „ბატონი ვასილი, ნათელში ამყოფოს მისი სული. მე მინდა დავლოცო მისი ოჯახი და ყოველი ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ამ ტაძრის მშენებლობაში, უპირველეს ყოვლისა მეუფე თეოდორე, რომელიც ასე თავდადებულად იბრძვის ამ ეპარქიაში. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა და ღმერთმა მალე მოგვასწროს მისი კურთხევა“.

პატრიარქთან ერთად ტაძარში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. საქართველოს პატრიარქის შემდეგ მრევლს მეუფე თეოდორემ მიმართა.

საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობს „დღეს მთელი მესხეთი უდიდესი სიხარულით არის სავსე, ვხედავდით გზაზე გამოსულ ადამიანებს, ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როცა ახალციხეში არცერთი ტაძარი არ მოქმედებდა, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გახსენით ახალციხეში პირველი ტაძარი, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი და თქვენს მიერ არის მომოწაფებული ეს მრევლი, დიდი მადლობა რომ ჩამობრძანდით და მოგვეცით საშუალება თქვენი ლოცვა–კურთხევის მიღების“, – განაცხადა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ.

შალვა ახალციხელის სახლობის მშენებარე ტაძრის მოლოცვის შემდეგ საქართველოს პატრიარქმა რეზიდენციაში გადაინაცვლა, სადაც მას მეუფე თეოდორემ უმასპინძლა.

პატრიარქი ხვალ ადიგენში, ზეგ კი აწყურში, ტაძრებს მოილოცავს;

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.11.2018 ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა

15.11.2018 ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო

15.11.2018 400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

15.11.2018 აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს აშენებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ილია მეორემ შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარი მოილოცა [Photo]
ორი დღეა მესხეთს საქართველოს პატრიარქი სტუმრობს [Video]
საქართველოს პატრიარქი ახალციხეში ორი საათის დაგვიანებით ჩამოვა
ახალციხეში შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღნიშნეს
მესხეთში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ელოდებიან
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა [Photo]
'ახალციხელობის' აღნიშვნა წირვით დაიწყო