FM97.5 / LIVE

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.05.2015
საქართველოს სკოლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდებს 21–25 მაისს ჩააბარებენ.

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისი სავარჯიშო დღეა, მოსწავლეებს სკოლებში ნებაყოფლობით მისვლა, ტესტური დავალებების ნახვა და პროგრამის მუშაობის შემოწმების საშუალება ექნებათ. პასუხები მათ შედეგებზე არ აისახება. მე-12 კლასელები გამოცდებს 21, 22, 23, 24 მაისს ჩააბარებენ. 25 მაისი სარეზერვო დღეა. გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა.

გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც ექნებათ, რომლებსაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ. მე-11 კლასელების გამოცდები ამ დროისთვის არსებული გეგმის თანახმად, 16 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება. ე.წ. სავარჯიშო დღე 15 ივნისია. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს. გამოცდები 16, 17, 18, 19 ივნისს ამავე თანმიმდევრობით ჩატარდება შემდეგ საგნებში – გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. 20 ივნისი სარეზერვო დღეა.

ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1600 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება. გამოცდებზე დაახლოებით 40 000 მე-12 და 41 500 მე-11 კლასელი გავა. გამოსაშვები გამოცდების ჩატარება, სავარაუდოდ 1 700 000 ლარი დაჯდება.

გამოსაშვები გამოცდები CAT-ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) პრინციპით ტარდება და მოსწავლეები შედეგებს ადგილზე იგებენ.

[sknews.ge]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
ხვალ, 21 მაისს, საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები იწყება
ხვალიდან გამოსაშვები გამოცდები იწყება
მეთერთმეტეკლასელების გამოცდები დაიწყო
საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება
მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
16 ივნისს მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები იწყება