FM97.5 / LIVE

50 წელი მესხეთის თეატრის სცენაზე

მთავარი → --- 10.05.2015
მესხეთის სახელმწიფო თეატრის უხუცესი მსახიობი გალინა ხვიჩია; 50 წელი სცენაზე, 100–ზე მეტი შესრულებული როლი და მთავარი ოცნება - მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნება.

50 წელი მესხეთის თეატრის სცენაზე


„მე იმ კუთხის შვილი ვარ, მთელი საქართველოს ტკივილი რომ არის“, – ასე იწყებს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი გალინა ხვიჩია საკუთარ თავზე საუბარს.

გალინა ხვიჩია 1943 წლის 12 იანვარს აფხაზეთში, გუდაუთაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მშობლიური კუთხიდან 18 წლის ასაკში წამოვიდა და 1963 წელს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით ახალციხეში მოხვდა. ხვიჩია ერთერთია იმ გუნდიდან, ვისი სახელიც მესხეთის თეატრის დაარსებას უკავშირდება.

„1967 წელს, სპექტაკლით „თევდორე“, გავხსენით თეატრი და მას შემდეგ ახალციხეში შემოვრჩი, იმიტომ კი არა, რომ არსად წასასვლელი არ მქონდა. ისე თბილად შემხვდნენ მესხელები, რომ ამ ხალხის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“, – ამბობს გალინა ხვიჩია.

მიუხედავად აქ დახვედრილი თბილი დამოკიდებულებისა, მესხეთთან შეგუება მაინც გაუჭრდა, კლიმატი დახვდა მკაცრი და იმიტომ: „იცით როგორ ვტიროდი?! აფხაზეთის ბაღნარიდან მოსულმა აპრილში თოვლი რომ დავინახე, ეს ჩემთვის სასწაული იყო“.

გალინა ხვიჩია ახლა 71 წლისაა. 50 წელია მესხეთის თეატრის სცენაზე დგას, ნათამაშები აქვს 100–ზე მეტი როლი. ამბობს, რომ ყველაზე უკეთ დრამატულ როლებს ირგებს. მიღებული აქვს კომკავშირის პრემია, შრომის ვეტერანის წოდება, არის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. არჩეულია ახალციხის საპატიო მოქალაქედ, 2014 წლის 14 იანვარს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელით დააჯილდოვა.

გალინა ხვიჩიას ერთადერთი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ მოუცლელობის გამო პირად ცხოვრებაზე გვიან იფიქრა. ირაკლი ყარყარაშვილი 35 წლის ასაკში შეეძინა. ირაკლი ახლა ამერიკაში ცხოვრობს, იქ შექმნა ოჯახიც: „მეორე კლასელია ჩემი შვილიშვილი, ნიკუშა, არასდროს მინახავს. თბილისში რომ ჩავდივარ, „სკაიპით“ ველაპარაკები ხოლმე“.

ხვიჩიამ შვილი ბოლოს სამი წლის წინ ნახა, როდესაც ინსულტი გადაიტანა. მაშინ ირაკლი ამერიკიდან დედის სანახავად ჩამოვიდა.

90–იან წლებში, როგორც ყველას, მასაც გაუჭირდა. მაშინ როდესაც მაღაზიაში პროდუქტების საყიდლადაც არ უყვარდა შესვლა, თავად გააკეთა ჯიხური და პურსს ყიდდა: "ძალიან რომ გვიჭირდა, ამიტომ წავიდა ჩემი შვილი ამერიკაში“.

უკვე 15 წელია მარტო ცხოვრობს. სიმარტოვე მეზობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობით გადააქვს.

მესხეთში 50–წლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შედეგად, ახალციხეში ერთოთახიანი ბინა შერჩა, ამბობს, რომ თბილისში შესაძლოა უკეთესად ეცხოვრა, თუმცა არ ნანობს, რომ აქ დარჩა: "ისეთ მაყურებელს, როგორიც ამ მხარეშია, სხვაგან ვერსად ნახავ".

ყველაზე დიდი სიყვარულით სოხუმიდან წამოღებულ ნიჟარებს ინახავს. საგულდაგულოდ შენახული ნიჟარების ისტორიას გალინა ხვიჩია თვალცრემლიანი იხსენებს.

ბოლოს სპექტაკლში „დიდრო“, ბებიის როლი ითამაშა: „სპექტაკლის დროს მაყურებელთან ერთად ვტიროდი. ახლა პრემიერა იყო, მაგრამ ახალგაზრდები თამაშობდნენ. საჩემო როლები უკვე იშვიათობაა, ახალგაზრდები გვყავს ძალიან კარგები. ალბათ რამდენიმე წელი კიდევ ვიქნები, შემდეგ დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს და წავალ თბილისში“.

50 წელი მესხეთის თეატრის სცენაზე


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მანქანის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი მსახიობი გალინა ხვიჩიაა
'ძნელია, გალინა ხვიჩიაზე წარსულში ისაუბრო' – ახალციხელები მსახიობს იხსენებენ
მესხეთის თეატრის 'უკანასკნელი მოჰიკანები' [Video/Photo]
მძღოლი, რომელიც მსახიობ გალინა ხვიჩიას დაეჯახა, დაკავებული არ არის
'გადაგდებული პორტრეტი' – პრემიერა მესხეთის თეატრში
‘ვერ წარმომიდგენია დღე თეატრის გარეშე’ – ცირა ტაბატაძის 35 წელი სცენაზე
მესხეთის თეატრის მსახიობის წარმატება ბარსელონაში