FM97.5 / LIVE

ბორჯომის პლატოზე სანიტარული ჭრები იწყება

მთავარისაზოგადოება 10.05.2015
ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ერთობლივ სანიტარულ ჭრებს იწყებს. ამის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო.

ბორჯომის პლატოზე სანიტარული ჭრები იწყება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელ დიმიტრი ყიფიანთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრის ბორჯომში ვიზიტის მიზანი, აქ მაცხოვრებლებისთვის სანიტარული ჭრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანიტარულ ჭრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახორციელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ტყიდან გამოტანილი იქნება მხოლოდ ხმელი, ხმობადი და მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხეები, რომელიც დაახლოებით 400 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური ჭრების პროცესს მონიტორინგს გაუწევს. ჭრების დასრულების შემდეგ პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წელს, ტყის აღდგენის სამუშაოებს განახორციელებს.

სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება 2011 წლიდან გამოვლინდა. ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო ძირითად სარეკრიაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. სანიტარული ჭრა, სწორედ აღნიშნული ტერიტორიიდან დაიწყება, ხოლო შემდგომ წლებში რეგიონის მასშტაბით განხორციელდება.

ეროვნული სატყეო სააგენტო, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით 2012 წლიდან ახორციელებს. თუმცა, საუკეთესო შედეგებისთვის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების მიერ რეკომენდირებულია სანიტარული ჭრების განხორციელება.

[sknews.ge]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები იწყება
ბორჯომის ტყიდან ქერქიჭამიასგან დაზიანებული ხეები გამოაქვთ
ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
წაღვერის მიმდებარედ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთში 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა
გარემოს დაცვის სამინისტრომ ბორჯომში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების მონიტორინგი განახორციელა
სამინისტრო: ბორჯომში, სოციალური  და სანიტარული ჭრები მიმდინარეობს