FM97.5 / LIVE

ახალციხესა და ადიგენში 9 მაისი იზეიმეს[Photo]

მთავარიფოტოამბავი 09.05.2015
ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს;

ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილ გმირთა მემორიალი ადიგენში ყვავილებით შეამკეს და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს. ენდელაძემ სამამულო ომის ვეტერანებს მედლები და მისალოცი ბარათები გადასცა. ამის შემდეგ კი ვეტერანები საზეიმო სადილზე მიიწვია.

ახალციხის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლები კი დღეს დილიდან ყველა იმ სოფელში მივიდნენ, სადაც სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი დგას. მათ მემორიალები ომის ვეტერანებთან ერთად ყვავილებით შეამკეს. თემის წარმომადგენლებმა საზეიმო ღონისძიებები გამართეს ტყემლანაში, დიდ პამაჯში, სხვილისსა და წყალთბილაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში 16 ომის ვეტერანია. მათ ვინც მემორიალებთან მისვლა ვერ შეძლეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე სახლებში მიულოცეს და საჩუქრებიც გადასცეს.

ომის ვეტერანებს სახელმწიფო პირად ანგარიშზე 1000 ლარს დაურიცხავს. ამ თანხას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები თითოეული ვეტერანისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი, 150 ლარიც დაემატება.
სამცხე-ჯავახეთიდან ომში 44 730 ადამიანი გაიწვიეს. ახალციხის მუნიციპალიტეტიდან კი, 10 538, მათ შორის სამი საბჭოთა კავშირის გმირი გახდა, ხოლო 2 500 შინ ვეღარ დაბრუნდა.

ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]

ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]

ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]

ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]

ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]

ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს
9 მაისი ახალციხეში
ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში [R]

ახალციხეში 9 მაისი აღნიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში