FM97.5 / LIVE

ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]

მთავარიფოტოამბავი 08.05.2015
ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე ოთისწყლის კალაპოტში გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების საერთო ღირებულება 649 937 ლარს შეადგენს.

გასული წლის 12 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ოთისწყალმა პრობლემები შეუქმნა სოფელ ოთისა და დაბა ასპინძის მოსახლეობას. მოვარდნილმა ნიაღვარმა რამდენიმე საათით ჩაკეტა ასპინძა-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი. სტიქიის შედეგად განადგურდა მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული ნათესები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ხიდები. ღვარცოფი შევარდა საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებში.

ასპინძელების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, წლების განმავლობაში ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გასულ წელსვე, საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამცხე-ჯავახეთში ვიზიტისას, ასპინძელებმა მთავრობის მეთაურისაგან ამ პრობლემის მოგვარების პირობა მიიღეს. რეგიონული პროექტების ფონდიდან გამოყოფილი 905 000 ლარით მუნიციპალიტეტის მასშტაბით 9 ახალი ხიდი აშენდა, ხოლო უახლოეს ხანში 1400 მეტრი სიგრძის გაბიონის მოწყობა დასრულდება.

სამუშაო პროცესი გუშინ, 7 მაისს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]

ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]

ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]

ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]

ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]

[sknews.ge]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მდინარე ოთის კალაპოტის რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება
ასპინძაში მდინარის ნაპარსამაგრების მოსაწყობად მერია 372 929 ლარის დახარჯვას გეგმავს
დაბა ასპინძაში შიდა გზების კეთილმოწყობა გრძელდება
დაბა ასპინძაში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გუბერნატორმა ადიგენსა და ასპინძაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ®
ასპინძაში სარეაბილიტაცო სამუშაოები მიმდინარეობს
ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან