FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთი აგროდაზღვევაში ჩაერთო

მთავარიეკონომიკა 07.05.2015
სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხალისა და საშემოდგომო ყინვის შედეგად მიყენებული ზარალის შემთხვევაში, მცირე და მსხვილი ფერმერები სასოფლო–სამეურნეო დაზღვევით ისარგებლებენ.

სამცხე–ჯავახეთი აგროდაზღვევაში ჩაერთო

აგროდაზღვევის პროგრამაში სამცხე–ჯავახეთი მასშტაბურად ერთვება. პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. აგროდაზღვევის მიზანია ფერმერების დაცვა ბუნებრივი სტიქიებისგან.

„მიწის ფართობი მცირემიწიანი ფერმერებისთვის 5 ჰექტრამდე, ხოლო მსხვილი ფერმერებისთვის 15 ჰექტრამდე უნდა იყოს. დაზღვევა თითქმის ყველა კულტურაზე ვრცელდება, ეს არის მარცვლოვანი, პარკოსანი, ხეხილოვანი და კაკლოვანი კულტურები“, – განმარტავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი.

მისივე თქმით, აგროდაზღვევა სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხალისა და საშემოდგომო ყინვის შემთხვევაში მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

სამცხე–ჯავახეთში აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულია სადაზღვევო კომპანია „უნისონი“. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში განმარტავენ, რომ ამ პროგრამაში სხვა სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთვებიან.

„მარცვლეული კულტურების შემთხვევაში სააგენტოს მონაწილეობა 60 პროცენტს შეადგენს, სადაზღვევო კომპანიის თანამონაწილეობა 40 პროცენტია, ხოლო ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფია 6,5 პროცენტი, იგივეა პარკოსან კულტურებზე. რაც შეეხება ბოსტნეულ კულტურებს, სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიების თანამონაწილეობა ისევ 60 და 40 პროცენტია, ხოლო ფიქსირებული სადაზღვევო პროცენტი 8,5 პროცენტი, იგივეა ხეხილოვან კულტურებზე“, – გვიხსნის ნანა ზუბაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ფერმერებისთვის სიახლეს წარმოადგენს, ამიტომ, სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ზუბაშვილი ამბობს, რომ როცა ფერმერს საკმაოდ დიდი მიწის ფართობი აქვს და უხვ მოსავალს ელოდება, უკეთესია დააზღვიოს: „აუცილებელია სწორი და სწრაფი რეაგირება, უნდა დაუკავშირდნენ სადაზღვევო კომპანიას, პროექტების მართვის სააგენტოს და თუ ამ ორს ხმას ვერ მიაწვდიან, მაშინ ჩვენ სამსახურს უნდა მოაკითხონ“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ოთარ დანელია სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა [R]
კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ [R]
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს სამეგრელოში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს კახელი ფერმერები გაეცნენ (R)
აგროდაზღვევა ფერმერებს სტიქიური მოვლენებისგან იცავს [R]
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს შიდა-ქართლში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]