FM97.5 / LIVE

ბორჯომში მტკვრის დონე დაიწევს

მთავარისაზოგადოება 04.05.2015
4 და 5 მაისს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჰიდროენერგო დეპარტამენტი ჩითახევის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბორჯომსა და ქუთაისში მტკვრისა და რიონის დონე დაიწევს.

ბორჯომში მტკვრის დონე დაიწევს
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, კაშხლის გარეცხვა იგეგმება, რაც მიზნად ისახავს დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა–გაწმენდას. აღნიშნულ სამსახურში განმარტავენ, რომ სამუშაოები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან შეთანხმებულია და ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, ჩითახევის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის გარეცხვითი სამუშაოები ორ დღეს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგური დროებით გაჩერდება, ხოლო ბორჯომში მდინარე მტკვარში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. აღნიშნული სამუშაოები ელექტროენერგიის მიწოდებას არ შეზღუდავს.

6 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით კი დაგეგმილია გუმათი I, გუმათი II და რიონის ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავების გეგმური გარეცხვაც. ამ პერიოდში, ქუთაისში მდინარე რიონის წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.

"ენერგო–პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, კომპანია საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ახორციელებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს.

[sknews.ge]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მტკვარი თურქეთში წყალსაცავების შევსების გამო შრება
რკინიგზამ რიონის კალაპოტის შესაცვლელად  სამუშაოები დაასრულა [R]
უამინდობის გამო 'ენერგო–პრო ჯორჯიამ' ახალციხეში დაგეგმილი სამუშაოები გადადო

ბორჯომში მინისტრმა და ადგილობრივებმა მდინარე მტკვრის კალაპოტი დაასუფთავეს
მტკვარში წყლის დონის კლება თურქეთისა და საქართველოს სამინისტროების მსჯელობის საგანი გახდა
'ენერგო-პრო ჯორჯიას' ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ბორჯომში მდინარე მტკვრიდან 19 თევზსაჭერი ხაფანგი ამოიღეს