FM97.5 / LIVE

ახალი სასწავლო წელი განახლებულ სკოლაში

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.09.2012
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი რეაბილიტირებულ შენობაში დაიწო

ახალი სასწავლო წელი განახლებულ სკოლაში

- ”ასეთი სასწავლო წლის დაწყება ჩვენს სკოლას ნამდვილად არ ჰქონია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სკოლის გარემონტებაში”, - განაცხადა სკოლის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა.

მისი განმარტებით, სკოლის რებილიტაციისთვის 100,000 მეტი ლარი დაიხარჯა. აქედან, 66,000 ლარი სკოლას ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გადაურიცხა. თანხის გადარიცხვა უმაღლეს სასწავლებელთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდა. ამ მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები პრაქტიკას მეექვსე საჯარო სკოლაში გაივლიან. 18,000 ლარი სკოლას განათლების სამინისტრომ ჩაურიცხა, დანარჩენი კი სკოლამ გაიღო.

მეექვსე საჯარო სკოლას წელს 14 პირველკლასელი ჰყავს. ადმინისტრაციის განმარტებით ნეტბუკი ყველა მათგანს გადაეცემა. გარდა ამისა, სასკოლო სახელმძღვანელოების სრულ კომპლექტი გადაეცემა მეექვსე სკოლის 36 მოსწავლეს (სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეებს).

ახალი სასწავლო წლის დაწყებას განახლებულ სკოლაში მოსწავლეები დილიდან აღნიშნავენ. ღონისძიება 10:00 საათზე, ჰიმნის ფონზე დროშის აღმართვით დაიწყო და ამავე სკოლის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების გამოსვლით დასრულდა.

მეექვსე სკოლის გახსნას მუნიციპალიტეტის გამგებელი და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სკოლებში სწავლის დასაწყებად ემზადებიან
ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა
მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს
ახალციხის მეექვსე სკოლას პრაღის გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრობენ