FM97.5 / LIVE

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხეში საპროექტო სამუშაოები დაიწყო

მთავარიეკონომიკა 02.05.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები 5 ლოტად იქნა დაყოფილი, აქედან ერთში ტენდერი იმის გამო ჩაიშალა, რომ მონაწილეობა არავინ მიიღო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხეში საპროექტო სამუშაოები დაიწყო
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განსახორციელებლად საპროექტო სამუშაოებისთვის თანხა, დაახლოებით 13.000 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო.

საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერში სამმა კომპანიამ: შპს "მშენ–სერვისმა", შპს "კვადრატმა" და ინდ.მეწარმე "გიორგი ბაგინაშვილმა" გაიმარჯვა. ერთ–ერთი ტენდერი იმის გამო ჩაიშალა, რომ მასში არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო.
გამარჯვებულ კომპანიებს საპროექტო სამუშაოების დასრულებისთვის ერთი თვის ვადა აქვთ. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობა სამუშაოების შესყიდვას დაიწყებს.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 46 სოფელში, ჯამში 57 პროექტი განხორციელდება. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სულ 650. 590 ლარი დაიხარჯება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’ ახალ ეტაპზე გადავიდა
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში 1 084 900 ლარი  დაიხარჯა
ასპინძაში ‘სოფლის მხარდაჭერის’ ფული ისევ  'ქელეხებისთვის' დაიხარჯება
სამცხე–ჯავახეთში 'სოფლის პროგრამით' სამშენებლო სამუშაოები ორ მუნიციპალიტეტში დაიწყო
ადიგენში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში კრებების ჩატარება სრულდება
ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო
ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]