FM97.5 / LIVE

პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა

მთავარისამართალი 01.05.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის საქმე პროკურატურამ უზენაესში გაასაჩივრა, თუმცა წარმოებაში მიიღო თუ არა სასამართლომ საქმე, ჯერ უცნობია.

პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა
უზენაეს სასამართლოში დაცვის მხარემ უკვე შესაგებელიც წარადგინა. როგორც ადვოკატი ეკა აბაშიძე აცხადებს, შესაძლოა სასამართლომ მათ დაუსწრებლადაც იმსჯელოს და გადაწყვეტილება ისე გამოიტანოს. თუმცა, ჯერ ისაა გასარკვევი უზენაესი სასამართლო ამ საქმეს წარმოებაში მიიღებს თუ არა.

„სააპელაციო სასამართლომ ისეთი დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ შესაძლოა უზენაესმა წარმოებაში არც მიიღოს“, – ამბობს აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ პარუნაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი 5 თებერვლას გამოიტანა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი სსკ–ის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ედებოდათ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ლონდარიძემ გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 332–ე მუხლის ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო. თუმცა, მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები 342–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სამსახურეობრივ გულგრილობაში დაადანაშაულა.

ლონდარიძემ საქმეში მყოფი სამივე ბრალდებული: ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი ჯემალ იაკობაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე რატი ტატალაშვილი, 3000–3000 ლარით დააჯარიმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
ადიგენის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
ადიგენის ყოფილი გამგებელი სასამართლოში ჩივის
ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები იძულებით განაცდურის მიღებას სასამართლოს გზით ეცდებიან
ყოფილმა გამგებელმა ადიგენის გამგეობას ადმინისტრაციული დავა მოუგო
ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება