FM97.5 / LIVE

ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე

მთავარიეკონომიკა 30.04.2015
თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიში წარადგინეს, საკრებულოს უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა. "ნაციონალები" ბიუჯეტის ანგარიშამდე, გამგებლის ანგარიშის წარდგენას ითხოვდნენ. გამგებელი საკრებულოს წინაშე არ წარსდგა.

ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის რიგით მერვე საკრებულოს სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს. ბოლო საკითხი, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიშს ეძღვნებოდა „ნაციონალებმა“ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„პროცედურულად ამ კვარტლის შესრულების ანგარიშს წინ უნდა უძღოდეს გამგებლის ანგარიში და სამსხურების მიერ შესრულებული, გაწეული სამუშაოს ანგარიში. რამდენი ხანია ვითხოვთ, არ გაკეთდა წლის ანგარიში, არ გაკეთდა კვარტლის ანგარიში. შესაბამისად, როგორც დეპუტატმა, ჩემს თავს არ მივეცი უფლება უბრალოდ მომესმინა ციფრების რახარუხი, რომლიც არაფრის მთქმელი არ არის ჩემთვის. გაუგებარია რა მოისმინეს იმ დეპუტატებმა, რა დაამტკიცეს საკრებულოს სხდომაზე“, – ამბობს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.

სამთვიანი ანგარიშით საკრებულოს დეპუტატების წინაშე საფინანსო –საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე წარსდგა. მისი განმარტებით, შემოსულობები 20 პროცენტით არის შესრულებული, ხარჯვითი ნაწილი 15 პროცენტით.

როგორც მუნიციპალტეტის გამგეობაში განგვიმარტეს, ანგარიში მზადების პროცესშია და გამგებელი საკრებულოს წინაშე უახლოეს სხდომაზე წარადგენს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 5. 905 200 ლარია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს
შუსრულდა თუ არა ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტი 100%–ით?
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა
დღეს ახალციხის გამგებელი 2015 წლის ანგარიშს წარადგენს
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ
ქალაქ  ახალციხის ბიუჯეტის პირველი კვარტალი  94% პროცენტით შესრულდა
ახალციხის საკრებულომ ააიპ-ების ანგარიში მოისმინა